შსს-მ ცრუ დასმენის და ნარკოდანაშაულის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სამართალი - 10:01, 24 Apr, 2014     1003

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1968 წელს დაბადებული მერაბ დ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და ანგარების მიზნით დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში დარეკა მოქალაქემ, რომელმაც ოპერატორს აცნობა, რომ ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოძრაობდა ავტომანქანა, რომლის მძღოლს – ტარიელ გ-ს ავტომობილის სალონში ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა შენახული. საპატრულო პოლიციამ მიღებულ ინფორმაციაზე ოპერატიულად მოახდინა რეაგირება და მითითებული ავტომანქანა გადამოწმების მიზნით გააჩერა. სამართალდამცველებმა ავტომობილის ჩხრეკისას გამჭირვალე სითხით სავსე მინის ქილა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 7,2 გრ ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც 0,133 გრ ეფედრინსა და 0,0119 გრ მორფინს შეიცავს.

სამართალდამცველებმა „112“-ში განხორციელებული ანონიმური ზარის ავტორის ვინაობა დაადგინეს. იგი 1968 წელს დაბადებული მერაბ დ. აღმოჩნდა, რომელსაც ტარიელ გ-სთან ვალის გამო კონფლიქტი ჰქონდა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მერაბ დ-მ ანგარების მიზნით, ტარიელ გ-ს მანქანაში ნარკოტიკი ჩაუდო და შემდეგ ცრუ დასმენა განახორციელა.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და ანგარების მიზნით დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 373-ე მუხლის მე-3 ნაწილით).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42