გიორგი თავდგირიძე რუსეთის მხრიდან საქართველოს სრულ ოკუპაციას არ გამორიცხავს
პოზიცია - 20:52, 23 Apr, 2014     4881
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიასა და სერგეი ლავროვის მუქარისშემცველ განცხადებაზე საუბრობს.

როგორც "ნიუპოსტთან" საუბარში თავდგირიძე განმარტავს, „თუ დინამიკაში მივაქცევთ ყურადღებას, ლავროვს წინააღმდეგობრივი განცხადებები აქვს“.

„ერთის მხრივ, მას აქვს საკმაოდ აგრესიული და თითქოს მკაფიო განცხადებები, რომ რუსეთი დაიცავს ნებისმიერ მოაქალაქეს რუსეთის ნებისმიერ ტერიტორიაზე, მაგრამ მეორეს მხრივ მან ცოტათი ადრე განაცხადა: აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობის თხოვნა რუსეთის ჯარის შეყვანასთან დაკავშირებით გარკვეული ტვირთია რუსეთისათვის, რაც გარკვეულ მანევრს ნიშნავდა და არ ნიშნავდა ასე ვთქვათ ხისტად მოსამზადებელ სიტყვას, ვთქვათ უკრაინაში ჯარების შეყვანის გასამართლებლად. გარკვეულწილად რუსეთის რიტორიკა შეესაბამება იმ პოლიტიკას, რომელსაც ის ახორციელებს, ანუ მიღწევადის მიღწევა, რა თქმა უნდა, ავანტიურისტული პოლიტიკაა, მაგრამ ეს არ არის შეუქცევადი პროცესი, ანუ აუცილებლად დავიკავებთ აღმოსავლეთ უკრაინას, აუცილებლად დავიკავებთ საქართველოს, ასეთი განცხადებების წინაპირობებით აღნიშნული ინტერპრეტაციებით ძნელია ამ განცხადებების შეფასება“, - აღნიშნა გიორგი თავდგირიძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში.

მისი შეფასებით, ეს არის გარდამავალი პერიოდის პოლიტიკა, თუ უკრაინა-რუსეთის საომარი მოქმედებები დაიწყო. ექსპერტის ვარაუდით, ეს ამ პროცესებში გამოიწვევს ნატოს ჩართვასაც და თავისთავად, რუსეთი მისი გეოსტრატეგიული ინტერსებიდან გამომდინარე, საქართველოს დაკავებას შეეცდება.

თავდგირძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა-რუსეთის ურთიერთობა საომარ ფაზაში გადავა, მაშინ საქართველოს წინაშე საფრთხე უკვე რეალური იქნება და რუსეთის მხრიდან ოკუპაციის ალბათობაც საკმაოდ მაღალია.
„თუ რუსეთს უკრაინასთან ომი მოუწია, ის იძულებელული იქნება თავის სამხედო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს წინაშე სრულმასშტანიანი სამხედრო ოპერაცია განახორციელოს და შეეცადოს მის დაკავებას. მოუწევს თუ არა ბრძოლები და სცენარი როგორი იქნება, ეს დამოკიდებულია იმაზე ქართული მხარე როგორ იმოქმედებს, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად მზად აღმოჩნდება, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ სასაზღვრო ინციდენტის დონეზე, მცდელობა ექნება რუსეთს დაიწყოს სახედრო მოქმედება, თუ ქართული მხარე არ იქნება მზად, ეს შეიძლება დასრულდეს საქართველოს სრული ოკუპაციით“, - განაცხადა გიორგი თავდგირიძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში.
მისივე შეფასებით, გარკვეულწილად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ძალიან საინტერესო ფაზაშია და აღნიშნავს, რომ პროვოკაციების მიუხედავად, რუსეთი მოლოდინის რეჟიმშია. "ერთის მხრივ რუსეთი აგრძელებს მცირე პროვოკაციებს, მაგრამ მეორეს მხრივ ეტყობა, რომ რუსეთს აქვს გარკვეული მოლოდინი", - მიიჩნევს ექსპერტი.

„გარკვეულწილად რევერანსებიც იქნა რუსეთის მხირდან გაკეთებული, როდესაც კარასანმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა, სოჭის ოლიმპიადაზე მონაწილობის გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს აქვს გარკვეული მოლოდინები, რომ საქართველოსთან ურთიერთობის დათბობა პოტენციურად მაინც შესაძლებელია“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.

ნინა გოლოშვილი




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42