კახა ბენდუქიძე არჩევნების შემდეგ მის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. ეკონომიკის ყოფილი მინისტრის თქმით, შესაძლოა მისი დაკავების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება არსებობდეს, რადგან სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც მოწმის სტატუსითაა დაკითხული და აგრარული უნივერსიტეტის პრივატიზებას ეხება,უსაფუძვლოა.
„არავითარი სამართლებრივი დარღვევა არ არსებობს. ამაზე ლაპარაკობენ პოლიტიკოსები, იმუქრებიან, უკავშირებენ არჩევნებს. რა შუაშია არჩევნები? თუ დამნაშავე ვარ დამიჭირონ ახლავე“, - განაცხადა ბენდუქიძემ.
“ცოდნის ფონდის” დამფუძნებელმა შალვა ხაჭაპურიძის მიერ პრესაში გაკეთებულ განცხადებზეც ისაუბრა. ადვოკატმა "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შესაძლოა გიგა ბოკერია და კახა ბენდუქიძე დააკავონ.
მასალის გამოყენების პირობები






