გორლოვკის დეპუტატი რიბაკი რუსეთის „გრუ“-ს თანამშრომლებმა აწამეს და მოკლეს
მსოფლიო - 13:59, 23 Apr, 2014     1625

უკრაინის უშიშროების სამსახურმა, გორლოვკის სახელმწიფო საბჭოს დეპუტატ, „ბატკივშინას“ წევრ ვლადიმერ რიბაკის მკველობაში მონაწილეები დაადგინა.

ამის შესახებ ანტიტერორისტული ცენტრის ბრიფინგზე უკრაინის უშიშროების სამსახურის პრეს-ცენტრის წარმომადგენელმა კატერინა კოსარევამ განაცხადა.

მისი თქმით, მკვლელობაში მონაწილეობდა რუსეთის ორი მოქალაქე - პოლკოვნიკი იგორ ბეზლერი (მეტსახელად - ბეს), რომელიც მსახურებას გადიოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოში (ГРУ) და მიმართული იყო უკრაინაში, და იგორ სტრელკოვი (მეტსახელად - სტრელოკი). ორივეზე ძებნაა გამოცხადებული.

სააგენტო Цензор.НЕТ-ის მთავარი რედაქტორი იური ბუტსოვი ავრცელებს ინფორმაციას, რომ გორლოვსკის სახელმწიფო საბჭოს დეპუტატ ვლადიმირ რიბაკის და კიდევ ერთი ადამიანის მკვლელობის გამო, მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა გაიმართება.

ბუტუსოვი აღნიშნავს: გაიმართება „მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა სლავიანსკში ორი უკრაინელის გატაცებისა და მოკვლის გამო. ისინი გორლოვკაში მონაწილეობდნენ აქციაში „ერთიანი უკრაინისათვის!“. Цензор.НЕТ-ის წყარო შსს-ში, პარტია „ბატკივშინას“, გორლოვკის სახელმწიფო საბჭოს დეპუტატ რიბაკის, რომელიც ღიად შევიდა კონფლიქტში ყაჩაღებთან, რომლებიც უკრაინის დროშის ჩამოხსნას ცდილობდნენ, და კიდევ ერთი უკრაინელის, რომლის ნეშტის იდენტიფიცირებაც ჯერ ვერ მოხდა, გატაცებისა და დახოცვის დეტალებზე საუბრობს. აწამებდნენ საშინლად. უმჯობესია ეს ფოტოები არავინ ნახოს. ეს არა ადამიანებმა, არამედ მხეცებმა გააკეთეს. წვავდენენ ცეცხლით, სერავდნენ დანებით... ექსპერტები აჩვენებენ, რომ ეს კავკასიური ხელწერაა. კავკასია დონეცკის ოლქში. არის ორი მოწმე, რომელთაც დაინახეს როგორ აწამებდნენ ამ ადამიანებს შენობაში, რომელსაც „მწვანე კაცუნები“ აკონტროლებენ, სწორედ ისინი იცავდნენ საწამებელ ოთახს. ახლა, იქვე, სლავიანსკში ამერიკელი ჟურნალისტი გაიტაცეს და უკრაინის კიდევ რამდენიმე მოქალაქე. ყველა დეტალი შსს-ს ბრიფინგზე გამოქვეყნდება. მე არ ვიცი, კიდევ რამდენი მსხვერპლია საჭირო, რათა უკრაინის უშიშროების სამსახურმა ბოლოს და ბოლოს შეასრულოს უმაღლესი მთავარსარდლის პირდაპირი განკარგულება უკრაინის აღმოსავლეთში ტერორისტული დაჯგუფებების განადგურების შესახებ. სხვაგვარად, რაში გვჭირდება უშიშროების სამსახურის ანტიტერორისტული ცენტრი? უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელობა უნდა გადადგეს და არსენალები გაუხსნას ხალხს, რომელიც ღიად გაანადგურებს მოწინააღმდეგის დივერსანტებს. თუ ანტიტერორისტული ძალების გენერლები ძველებურად, გამომწვევად პასიურები იქნებიან, გაჩნდება კითხვა - ვისი ბიუჯეტიდან იღებენ ისინი ხელფასს? მაშინ ისინიც სამხედრო დანაშაულის თანამონაწილეები არიან?“.



მოამზადა ლევან ებრალიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42