უკრაინაში, ქალაქ სლავიანსკის ე.წ. სახალხო მერის, ვიაჩესლავ პანამარიოვის ინფორმაციით, მძევლად აყვანილია ამერიკული Vice-ის ჟურნალისტი საიმონ ოსტროვსკი.
ოსტროვსკი აშშ-სა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეა. ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" იუწყება.
ამასთან, 19 აპრილს, მილიციელი პროხოროვი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ამ მომენტისთვის მასთან კავშირი არ მყარდება და მისი ადგილ-სამყოფელი დაუდგენელია. მილიცია ატარებს ღონისძიებებს მილიციის სახაზო განყოფილების უფროსის გაქრობის ყველა გარემოების დასადგენად.
გარდა ამისა, უკრაინული მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, პრორუსმა სეპარატისტებმა იტალიელი ჟურნალისტები პოლ გოგო და კოსიმო ატანასიო, ასევე ბელორუსი რეპორტიორი დიმიტრი გალკო დააკავეს. თუმცა, სეპარატისტებმა დაკავებულები იმავე დღეს გაათავისუფლეს.
"მოვუწოდებთ ყველას, ვისაც დაკავებული ჰყავს საიმონ ოსტროვსკი, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ, შეწყვიტონ ჟურნალისტების დაკავება და დევნა", - განაცახდა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" კოორდინატორმა ნინა ოგნიანოვმა.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






