ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია დაუყოვნებელი მოქმედება კიევის ხელისუფლებაზე, ჟენევის შეთანხმებების შესრულების მიზნით. კერიმ განაცხადა, რომ კიევის ხელმძრვანელობამ უკვე გამოაცხადა უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაციისაკენ აუცილებელი ნაბიჯების შესახებ.
კერიმ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა ჟენევის შეთანხმებების შესრულებისაკენ, მათ შორის, სეპარატისტებისათვის ღიად მოწოდება დატოვონ უკანონოდ დაკავებული შენობები და ბლოკპოსტები, წავიდენ ამნისტიაზე და გდაწყვიტონ ამაღელვებელი საკითხები პოლიტიკის დახმარებით.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გააფრთხილა, რომ რუსეთს უფრო მეტი სანქციები დაუწესდება , თუ უკრაინაში შექმნილი ვითარების დეესკალაციას არ მოახდენს.
"სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა რუსეთს, შეარბილოს აგრესიული რიტორიკა, გააქტიუროს დიპლომატიური ძალისხმევა აღმოსავლეთ უკრაინაში", _ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






