ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ზვიად კორძაძის განცხადებით, ცესკოს გადაწყვეტილება დღეს ჩაბარდება.
"ოქრუაშვილის საცხოვრებელი ადგილი მუდმივად იყო საქართველო, ის 2012-2013-2014 წლებში საქართველოში იმყოფება და თუ ვინმე კანონს ისე კითხულობს, რომ აქ კალენდარული წელი იგულისხმება და 365 დღე ადამიანი არ უნდა გავიდეს წლის განმავლობაში, მაშინ ნებისმიერი ადამიანი, ვინც თუნდაც ერთი კვირის განმავლობაში დასასვენებლად იყო გასული, ან მივლინებით მათ ერთმევათ უფლება არჩევნებში მონაწილობის? მე არა მგონია, რომ ეს იყოს კანონის სწორი ინტერპრეტაცია. განჩენს ვნახავთ ჩავიბარებთ გადაწყვეტილებას და ამის მერე გადავწყვიტავთ უკვე არგუმენტებს რომელს გავასაჩივრებთ, თუმცა გასაჩივრების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია",- განაცხადა ზვიად კორძაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






