ექსპერტი: "არჩევნებზე ამომრჩევლის ძალიან დაბალი დასწრება დაფიქსირდება"
სამართალი - 11:21, 23 Apr, 2014     1668
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ქვეყანაში მოახლოებულ არჩევნებზე საუბრობს და მიმდინარე მოვლენებს აფასებს.

„რეალურად თუ ვიმსჯელებთ, ხელისუფლებას დღეს არჩევის პრობლემა არ აქვს, უბრალოდ ის თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლის გამოყვანას ცდილობს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე ტურის ალბათობა იზრდება. მმართველმა გუნდმა ისიც კარგად იცის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკმაოდ კარგად ორგანიზებული ამომრჩეველი ჰყავს. თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლის ძალიან დაბალი დასწრება დაფიქსირდება, რაც ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემას შეუქმნის. ამ ფონზე, განსაკუთრებით დასავლეთის თვალში, მორატორიუმის გამოცხადება დადებითი ნაბიჯია, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ რეგიონებში გამართული საპრტესტო აქციები საკმაოდ შემაშფოთებელ სიგნალებს გვაძლევს. ეს ხელისუფლების ხელწერად არ უნდა იქცეს.

თქვენი შთაბეჭდილება როგორია, „ნაციონალურ მოძრაობას“ რეგიონებში „ქართული ოცნების“ დაკვეთით დაუპირისპირდნენ, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ წინასაარჩევნოდ ამ ფორმით დაძაბული პოლიტიკური ვითარების შექმნა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობას“ აწყობდაო?

ფაქტია, „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ამ ხალხს ვიღაც მართავდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიმე რაიონში ერთდროულად შეკრება და კვერცხების სროლა თავში არავის მოუვიდოდა. ეს ხელისუფლებამ დაგეგმა თუ არა, ამის თქმა რთულია, მაგრამ პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება. როცა ადამიანს თავისივე მეთოდებით უპირისპირდები, შენც მისნაირი ხდება.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნისას საფრთხე პირველ რიგში საკუთარ მომავალს შეუქმნა. დღეს მათ რაც არ უნდა დააბრალონ ხალხი მარტივად იჯერებს. 9 წლის განმავლობაში მათ მმართველობას იმდენად არაადამიანური ხელწერა ჰქონდათ, რომ ახლა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია „ნაციონალებს“ ყველაფერი დააბრალოს და ხელიც მაქსიმალურდ შეიწმინდოს. თანაც ისე, რომ ცოტას გაუჩნდება კითხვა, რომელი პოლიტიკური ძალა ესვრის საკუთარ თავს კვერცხებს?! ამ შემთხვევაში სხვა პოლიტიკურ ძალაზე რომ ვსაუბრობდეთ, „ქართული ოცნება“ ვერავის დააჯერებდა, რომ პოლიტიკოსებმა საკუთარ თავს კვერცხები დაუშინეს.


წყარო: გაზეთი "ვერსია"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42