კურო - დღევანდელ დღეს ენდეთ ინტუიციას და ბევრ საქმეს მარტივად და თქვენთვის სასარგებლოდ გადაწყვეტთ. ჰარმონიას მხოლოდ საკუთარ თავთან მიაღწევთ.
ტყუპები - სამსახურებრივ და ოჯახურ საქმეებს აქტიურ დასვენებასა და თავგადასავლებსაც ჩინებულად შეუხამებთ.
კირჩხიბი - წარმატებული დღე გრძელდება. ეცადეთ, წარმოქმნილ პრობლემებს იუმორით შეხედოთ და მარტივად გადაწყვიტოთ. ოჯახური ფასეულობები წინ წამოსწიეთ. საყვარელ ადამიანთან იდეალურ ურთიერთობას შეინარჩუნებთ.
ლომი - დღე კარგია, როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. შესაძლებელია კუჭნაწლავის პრობლემის წარმოქმნა. თქვენი კომუნიკაბელურობა გამოიყენეთ მეგობრებთან და ახლო ადამიანებთან შეხვედრისათვის. უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს.
ქალწული - საშუალება მოგეცემათ თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოთ. გახსოვდეთ, ამ დღეს კარიერა ყველაზე მნიშვნელოვანია. იფრთხილეთ, თქვენი მოტყუების ალბათობა დიდია. დღეს, ეცადეთ არაფერი დაგეგმოთ.
სასწორი - წარმატება გელით როგორც საქმიან, ასევე პირად ცხოვრებაში, საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება. სასიყვარულო თავგადასავლები სასიამოვნო ემოციებს მოგანიჭებთ.
მორიელი - დღეს თქვენ დაამყარებთ ახალ საქმიან კავშირებს, ამ კავშირებიდან ზოგი თქვენთვის სახარბიელოდ წარიმართება და ზოგი მეგობრობაში გადაიზრდება. აჩვენეთ საკუთარი თავი საუკეთესო მხრიდან.
მშვილდოსანი - დამშვიდდით, ოჯახურ პრობლემებს მიხედეთ. საღამო შესანიშნავად ჩაივლის. წინ სიყვარულით, შემოქმედებითა და დასვენებით ტკბობა გელით.
თხის რქა - მოსალოდნელია დღეს მოგიწიოთ ურთიერთობა ისეთ ხალხთან, რომლებსაც მედიცინასთან აქვთ კავშირი. ფინანსური ოპერაციები წარმატებას მოგიტანთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ფული გაფლანგოთ.
მერწყული - დღეს ნებისმიერ საქმეს მიუდგებით ვალდებულების მიზნით, რითაც ვერ მიიღებთ სიამოვნებას. თქვენ ხართ ის ადამიანი რომელიც ყოველთვის არის კარგი მოსაუბრე და კარგი მეგობარი. თქვენი პირადი ცხოვრება უხალისოდ მიდის.
თევზები - დაუფიქრებელი ნაბიჯი შემდგომში სანანებელი გაგიხდებათ, ამიტომ ყოველი თქვენი ნაბიჯი კარგად გათვალეთ და ისე იმოქმედეთ.
მასალის გამოყენების პირობები






