„როგორც ჩემთვის ცნობილია, მის პირადობაში დღემდეა მითითებული საქართველო როგორც საცხოვრებელი ადგილი", ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ოქრუაშვილმა გარკვეული პოლიტიკური ამბების და სისხლის სამართლებრივი საქმეების გამო, როგორც თავად აღნიშნავს, საქართველოს ტერიტორია დატოვა და დაბრუნდა პოლიტიკური ვითარების შეცლის შემდეგ, მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის საქმეები დღეის მდგომარეობით არის შეწყვეტილი, ალბათ ჯობია რომ პირიქით, ადამიანის უფლებათა სასარგებლოდ განიმარტოს ეს ბუნდოვანება და მას მიეცეს საშუალება მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისისაში სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს, გაუუქმდება თუ არა ირაკლი ოქრუაშვილს რეგისტრაცია უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები






