მის მიმართ არსებული ნდობა. ეს საზოგადოებრივი ჯგუფები არიან პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია-ორგანიზაციები. უნდა ვთქვათ, რომ გიორგი ტუღუშმა დაამკვიდრა საქართველოში ომბუსდსმენის აპარატის ძალიან მაღალი სტანდარტი. როცა ახლა ვირჩევთ ახალ სახალხო დამცველს, უნდა ვიკითხოთ, არის თუ არა ნანუაშვილი ადამიანი, რომელიც შეძლებს აღნიშნული მაღალი სტანდარტის დაკმაყოფილებას. უნდა ვიკითხოთ, არის თუ არა ის ხალხის და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. სამწუხაროდ, მიწევს კონსტანტირება იმისა, რომ - არა, ეს ადამიანი ვერ იქნება ასეთი წარმომადგენელი და ასეთი დამცველი ხალხის. ამის საფუძველს მე მაძლევს მისი საუბრები. კერძოდ, ქსენოფიბიური განცხადებების არშემჩნევა წლების განმავლობაში, ასევე ის, რომ ის წლების განმავლობაში იყო და დღესაც არის პოლიტიკური დაპატიმრებების მხარდამჭერი და ა.შ.", - განაცხადა წიკლაურმა და უჩა ნანუაშვილის გამოსვლები გაიხსენა, სადაც ნანუაშვილი ამბობდა, რომ ხალხი პირველ რიგში ელოდება დამნაშავეების ხილვას საბრალდებო სკამზე, ამიტომ რა კითხვის ნიშნებიც არ უნდა იყოს, დაპატიმრებებმა, ახალი ხელისუფლების მხრიდან კომპრომისი გამართლებული არ იქნება. ნანუაშვილი გახლდათ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ბოდიშის მოხდის კამპანიისა, ის აცხადებდა, რომ ბოდიში უნდა მოგვეხადა აფხაზებისა და ოსებისათვის. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ეს არის წმინდა რუსული აზრი. მე ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში, ადამიანი, რომელიც ასიათასობით დევნილის მხდიდან მოძალადეებისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს, ვერ ხედავს ქსენოფიბიურ განცხადებებს, ასევე ამბობს, რომ საქართველო კვლავ დაიწყებს ომს, ვერ იქნება კარგი სახალხო დამცველი. ჩემს ხალხს ვერ დაიცავს ადამიანი, რომელიც რუსული ინტერესებიდან გამომდინარე პროკურორის ტონალობით საუბრობს", - აღნიშნა წიკლაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






