ინგუშეთის ცნობილი უფლებადამცველი იბრაგიმ ლიანოვი ყირიმის სცენარით რუსეთის შემადგენლობიდან გასვლის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან უკვე ოფიციალური განცხადება გააკეთა. განაცხადი ხუთი პუნქტისგან შედგება.
დაუბრუნდეს ინგუშეთს ის მიწები, რომელიც ადრე ოსეთს შეუერთეს (ჩატარდეს ამის თაობაზე რეფერენდუმი), შემოვიდეს ინგუშეთში მშვიდობისმყოფელი ჯარები, დაყადაღდეს ადგილობრივი ოლიგარქების ანგარიშები, ინგუში ხალხის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან 1944 წელს განხორციელებული ქმედებები შეფასდეს გენოციდად , დაზარალებულ ოჯახებს გამოეყოთ შესაბამისი კომპენსაციები, გასამართლდნენ რუსი და ოსი მაღალი თანამდებობის ის პირები, რომლებიც უკვე 1992 წლის გენოციდთან არიან დაკავშირებული ინგუშეთში.
იბრაგიმ ლიანოვი კითხულობს: რატომ შეიძლება პუტინისთვის და არ შეიძლება ჩვენთვის?“
მასალის გამოყენების პირობები






