-ფანჯარასთან ახლოს დგას ტყემლის ხე. ერთ დღეს გავაღე ფანჯარა და სანამდე ახლოს არ მივედი, თვალებს არ დავუჯერე _ ტყემლის ხეზე სხვა ნაყოფი იყო. ყველას ვანახე, ვინც ჩემთან მოვიდა, ყველა გაკვირვებული დარჩა. ნაყოფს უგემური იყო. მას არც პილპილის გემო ჰქონდა და არც ტყემლის, - აღნიშნა ქეთო კომახიძემ.
ფოტო სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის პედაგოგს სოფო ინგოროყვას ეკუთვნის.
- სოფელ ციხისძირში ნათესავი გარდაგვეცვალა და იქ ვიყავით წასულები. ამ ფაქტის შესახებაც ვიცოდით, რომ ტყემლის ხემ უცნაური ნაყოფი გამოისხა. მივედით იმ ოჯახში, სადაც ეს ამბავი მოხდა და წამოვიღე ეს ტოტი. შემდეგ სკოლაში მივიტანე და ყველა გაოცებული დარჩა, - თქვა სოფო ინგოროყვამ.
სუბტროპიკული მეურნეობის აგრონომი, კაკო ღლონტი კი ამბობს: - შეიძლება, მუტაციასთან გვქონდეს საქმე. მეცნიერული კვლევა სჭირდება. დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. ისე კი ნამდვილად საკვირველია.
წყარო: "გურიანიუსი"
მასალის გამოყენების პირობები






