სიკვდილმისჯილი უკვე ყულფშემოხვეული იდგა სკამზე, როდესაც მოკლულის დედამ უეცრად სილა გააწნა, და შემდეგ, აპატია.

1. ბალალს სიკვდილი მიუსაჯეს იმისთვის, რომ 7 წლის წინ ახალგაზრდა აბდალა დაჩეხა. მაშინ ორივე 17 წლის იყო.
2. მაზანდარანის პროვინციაში, ქალაქ ნურში, სიკვდილით დასჯის სანახავად ხალხი შეიკრიბა.

3. შარიათის კანონის თანამად, მსხვერპლის ნათესავებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ სიკვდილით დასჯაში და მისჯილს სკამი გამოაცალონ.

4. სიკვდილით დასჯის წინ, ბალალის ნათესავები ტირიან.

5. მოკლულის მშობლები უყურებენ, თუ როგორ აცვამენ ყულფს სიკვდილმისჯილს კისერზე.

6. ბოლო მომენტში, მსხვერპლის დედა ბალალთან მივიდა, სილა გააწნა და უთხრა, რომ აპატია.

7. სიკვდილმისჯილის სიცოცხლე გადარჩენილია. მსხვერპლის მშობლები კისრიდან ყულფს ხსნიან.

8. მკვლელისა და მოკლულის დედები ერთად ტირიან.

9. ბალალის ნათესავები აბდულას მამას პატიებისთვის მადლობას უხდიან.

10. ბალალის ნათესავები ხარობენ. შეწყალება არ ნიშნავს, რომ ის გათავისუფლდება, მსხვერპლის ოჯახს მხოლოდ სიკვდილით დასჯის გაუქმება შეუძლია.

11. აბდულა ხოსეინზადეს მშობლები და დები. აბდულას 11 წლის ძმა მოტოციკლეტზე დაიღუპა.

12. აბდულას მშობლები მის საფლავზე.
რადიო თავისუფლების მასალებზე, მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






