აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის შემდგომ ქმედებებს, რომელიც მიმართული იქნება უკრაინის დესტაბილიზაციისკენ, აუცილებლად მოჰყვება პასუხი აშშ-ს მხრიდან.
,,თუ რუსეთი გადადგამს ნაბიჯს უკრაინის დესტაბილიზაციისკენ, მას აუცილებლად მოჰყვება პასუხი. დარწმუნებული ვარ რუსეთი არ არის დაინტერსებული შეერთებულ შტატებთან რაიმე სახის კონფრონტაციით, მათ ესმით, რომ ჩვენი სამხედრო ძალა საკმაოდ აღემატება რუსეთისას“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტელეკომპანია CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
აშშ მზად არის შემოიღოს დამატებითი სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ თუ უკრაინის აღმოსავლეთში არ შესრულდება ყველა პუნქტი, რომელზეც მოხდა შეთანხმება ჟენევის მოლაპარაკებებში.
,,მე ავუხსენი მინისტრს, სერგეი ლავროვს, თუ ჩვენ ვერ დავინახავთ დაუყოვნებლივ პროგრესს უკრაინის აღმოსავლეთში ოთხმხრივი შეთანხმების შესრულების კუთხით, აღარ დაგვრჩება სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ შემოვიღოთ დამატებითი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ.
მასალის გამოყენების პირობები






