საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას" პრეზიდენტის ოჯახი მათი შვილის გარდაცვალებას განზრახ მკვლელობას უკავშირებენ. 21 წლის სერგი მირზაშვილის ოჯახი პროკურატურას არასწორ გამოძიებაში სდებენ ბრალს. მათი მტკიცებით საქმეს ყოფილი პარლამენტარი გია ნუცუბიძე მფარველობს, რომლის სიძე ამავე საქმეში ბრალდებულად არის ცნობილი.
"მხოლოდ წიკლაურია დაკავებული, დანარჩენების მიმართ, პროკურატურა არ თვლის მიზანშეწონილად აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას, რომ მათ რაიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი. ყველა დამნაშავეა, ვინც იქ იყო, ხაზგასმით ვამბობ, ყველა სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, კანონის ფარგლებში, მაგრამ ეჭვი მეპარება, რადგან გამოძიებას თავად აქვს დაინტერესება. როდესაც ჩამოვფრინდი საქართველოში, გიორგი ნუცუბიძე, რომელიც ჭიკაიძის ახლობელია, ჩემი ძმის მეგობრებთან მივიდა, მარიკა ვერულაშვილის ქმარი, სოსო ჩხაიძე ახლდა, რომლებიც შემდეგ ჩვენთან მოვიდნენ დასალაპარაკებლად, გამოთქვეს სურვილი, თითქოს დახმარება სურდათ, მაგრამ, როდესაც გაიგეს, რომ ჩემს ძმისშვილს ვერავინ უშველიდა, არავის უკითხავს ამბავი, არც ნუცუბიძეს და არც სხვებს, ვინც იქ იყვნენ, მკვლელებს ვეძახი. არც კი მოსულან, არ დაურეკავთ, არ უკითხავთ, როგორ ოჯახებშიც არიან გაზრდილები, ისეთი შვილები ჰყავთ. რომ არა ჩემი დაჟინება, პროკურატურა და გამოძიება ამ საქმეს დახურავდა, რადგან მათ არ აინტერესებთ სიმართლის დადგენა, ვინაიდან ნუცუბიძე გავლენიანი პიროვნებაა და შეუძლია, კავშირები გამოიყენოს", - განაცხადა სერგო მირზაშვილის მამიდამ მარინა თოთლაძემ.
21 წლის სერგო მირზაშვილი 20 მარტს წერეთლის ქუჩაზე, საკუთარ სახლში თავის არეში დაჭრილი იპოვეს. 4 დღეში ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






