„პატიმრობის კოდექსში“ ცვლილებები შევიდა
სამართალი - 16:34, 17 Apr, 2014     1141

პარლამენტმა „პატიმრობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილები 89 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს.

კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება ახალი ტიპის დაწესებულებები, მსჯავრდებულები საშიშროების რისკის მიხედვით ოთხ სხვადასხვა ტიპის - დაბალი, განსაკუთრებული, ნახევრად ღია და დახურული ტიპის დაწესებულებაში გადანაწილდებიან.

ასევემ ცვლილებების მიხედვით, სახელწოდება ეცვლება და სარეაბილიტაციო დაწესებულებად გარდაიქმნება არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულება.

2.5 კვ.მ-დან მინიმუმ 4 კვ.მ-მდე იზრდება ერთი მსჯავრდებულისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი ფართის საერთო სტანდარტი.

ღია დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის ხანგრძლივი პაემნების რაოდენობის გაზრდასთან ერთად ფართოვდება მნახველთა წრე. მსჯავრდებულებს წერილობითი თხოვნის საფუძველზე პაემნის უფლება მიეცემათ შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, იმ პირთან, რომელთანაც გააჩნია საერთო შვილი, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან და ძმასთან.

დაზუსტდა ვიზუალური ან/და ელექტრონული მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების წესები. დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას ადმინისტრაციას უფლება აქვს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ან სხვა პირთა უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, განახორციელოს ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა და კონტროლი. კერძოდ, ელექტრონული მეთვალყურეობის ან/და აუდიო-ვიდეო ჩაწერის განხორციელებისას, ადმინისტრაცია ვალდებულია გააფრთხილოს ბრალდებულები/მსჯავრდებულები გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების 7-კაციან მუდმივმოქმედ კომისიაში სამინისტროს სამის ნაცვლად, 2 წარმომადგენელი ეყოლება და ერთ ადგილს ზოგადსაგანმანათლებლო ან აკადემიური წრეების წარმომადგენელს დაუთმობს.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მუშაობა 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ დაიწყო და სამუშაო პროცესის ყველა ეტაპზე ჩართულნი იყვნენ სამთავრობო სტრუქტურებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი და ევროპის საბჭოს ექსპერტები, სახალხო დამცველი, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები. მრავალჯერადი კონსულტაციებისა და დისკუსიების შედეგად მიღებულ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში გათვალისწინებულია ყველა საერთაშორისო სტანდარტი და რეკომენდაცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42