სამ მსჯავრდებულს აკრძალული საგნის შენახვის ფაქტზე ბრალი წარედგინა
სამართალი - 13:35, 17 Apr, 2014     2029

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, აკრძალული საგნის შენახვა-ტარება-სარგებლობის ფაქტზე სამ მსჯავრდებულს ბრალი წარედგინა.

როგორც სუბარის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"2014 წლის 14 აპრილს მსჯავრდებულებს ი.ბ.-ს, ი.ლ.-სა და რ.კ.-ს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შენახვა-ტარების და სარგებლობის ფაქტზე ბრალი წარედგინათ. გამოძიების მიხედვით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #14-ე დაწესებულებაში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა ი.ბ.-მ რენტგენის სურათებისთვის განკუთვნილი ფირების გამოყენებით თვითნაკეთი ბანქო დაამზადა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.

2014 წლის 5 თებერვალს, დაწესებულების თანამშრომლების მიერ ჩატარებული შემოწმება-დათვალიერებისას მსჯავრდებულ ი.ბ.-ს თვითნაკეთი ბანქო ჩამოერთვა.

ქარხნული წესით დამზადებული მექანიკური საპარსი მოწყობილობის დაშლის შედეგად მიღებულ ბასრ საგანს ინახავდნენ და ატარებდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N2-ე დაწესებულების მსჯავრდებულები ი.ლ. და რ.კ.

აკრძალული საგანი დაწესებულების თანამშრომლებმა ი.ლ.-ს 2014 წლის 11 იანვარს ჩამოართვეს, ხოლო მსჯავრდებულ რ.კ.-ს 2013 წლის 16 ნოემბერს", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42