17 აპრილს, ევროპარლამენტი აპირებს განიხილოს რეზოლუცია, რომელიც პროექტ „სამხრეთ ნაკადის“ გაზსადენის რეალიზების შეწყვეტას ითვალისწინებს.
„ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, რომ პროექტის „სამხრეთ ნაკადი“ რეალიზება არ უნდა მოხდეს“, - წერს ბულგარული გამოცემა "Биволъ".
რეზოლუცია ევროპის სახალხო პარტიის, ევროპელი სოციალისტების, ლიბერალების, მწვანეებისა და კონსერვატორების წარმომადგენლებმა მოამზადეს.
„სამხრეთ ნაკადი“ (South Stream) - რუსულ-იტალიურ-ფრანგულ-გერმანული გაზსადენის პროექტია, რომელსაც შავი ზღვის ფსკერზე ანაპის რაიონიდან ბულგარეთის პორტ ვარნამდე უნდა გაევლო. შემდეგ მის ორ განშტოებას, ბალკანეთის ნახევარკუნძულის გავლით -იტალიასა და ავსტრიაში, თუმცა საბოლოო მარშრუტები არ დადგენილა. გაზსადენის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო და 2015-ში უნდა დამთავრებულიყო. პროექტის ღირებულება შეფასებულია 16 მილიარდ ევროდ.
„სამხრეთ ნაკადი“ გაზსადენ „ნაბუკოს“ კონკურენტად ითვლება, რომელმაც საქართველოზე უნდა გაევლო და რომელსაც აშშ და ევროკავშირი უჭერს მხარს.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






