რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრი გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს.
„ დადებითი გავლენა და ეფექტი იქონია დიალოგის ატმოსფეროზე იქონია ქართველი სპორტსმენების მონაწილეობამ სოჭის 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. ქართული ღვინის, მინერალური წყლისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების რუსულ ბაზარზე დაბრუნების შემდეგ, შესამჩნევია ტვირთბრუნვის ზრდა. აღდგა საავტომობილო მიმოსვლა, ზემო ლარსის გამშვები პუნქტის მუშაობა 24-საათიან რეჟიმზეა გადასული. განხილულ იქნა რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა. შეხვედრაზე განიხილეს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღგენასთან დაკავშირებული საკითხები და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შეხვედრის მორიგ რაუნდზე განიხილონ საკითხი, საავიაციო ხელისუფლებასთან ორმხრივი კონსულტაციების შესაბამისად. კულტურული, სპორტული, სამეცნიერო, რელიგიური და სხვა ტიპის აქტივობების ზრდამ, ორივე ქვეყნის მონაწილეობით, ხელი შეუწყო საქართველოს მოქალაქეებზე ვიზების გაცემის რაოდენობის ზრდამ. 2013 წელს დაახლოებით 25 000 ვიზა გაიცა. მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროებში ორმხრივი პროექტების პერსპექტივები შესახებ". “, - აღნიშნულია განცხადებაში.
საგარეო უწყება ყურადღებას ამახვილებს ქართული პროდუქტის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის გაზრდასა და 24 საათიანი საავტომობილო მიმოსვლის აღდგენაზე, რომელსაც მხარეებმა დადებითი შეფასება მისცეს.
მასალის გამოყენების პირობები






