"გონივრული ეჭვის" საფუძველს სამართალდამცავები ისევ იყენებენ?
სამართალი - 09:34, 17 Apr, 2014     3623

"გონივრული ეჭვი", რომელსაც "პოლიციის შესახებ კანონში" ცვლილების შემდეგ სამართალდამცავები აღარ უნდა იყენებდნენ, პრაქტიკაში ისევ მოქმედებს. თუმცა, რამდენად საფუძვლიანი და კანონიერია მათი მოქმედება, შსს განმარტებას ჯერჯერობით არ აკეთებს.

საქმე ეხება ნუცუბიძის მეორე მიკრო რაიონში მომხდარ შემთხვევას, რომლის თვითმხილველიც "გურია ნიუსთან" საუბრისას ჰყვება, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა "გონივრული ეჭვის" საფუძველზე მოქალაქის წინააღმდეგ არაკანონიერი ქმედება ჩაიდინა.

"დაახლოებით, 12-ის ნახევარი იყო, სახლში ვბრუნდებოდი როცა დავინახე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული კაცი იარაღით გარბოდა, მივედი საკითხავად თუ ვინ იყო და რატომ დარბოდა პისტოლეტით. გამომიცხადა, რომ კრიმინალური პოლიციიდან შოთიკო პეტრიაშვილია, რომელსაც უნდოდა საეჭვო პიროვნების გაჩერება. მოწმობაც მაჩვენა, სადაც ეწერა, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომელია. რაც შეეხება "საეჭვო" პიროვნებას, თურმე იმიტომ მისდევდა იარაღით, რომ ის გაიქცა. თან მომიყვანა გონივრული ეჭვის მუხლის საფუძველი, რაც როგორც მე ვიცი პატრულს აქვს და არა ვინმე კრიმინალურ პოლიციას, თან უფორმოს. მაინტერესებს რამდენად ლეგიტიმურია უფორმო თანამშრომლების იარაღით სირბილი და ეჭვის საფუძველზე ჩხრეკა და საბუთების მოთხოვნა. როგორც მითხრეს, ყოველღამე დადიან და ყველას ჩხრეკენ ვისაც მოუნდებათ", _ ამბობს თვითმხილველი თეონა აქუბარდია "გურია ნიუსთან" საუბრისას.

შსს-ს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ კონკრეტულ პოლიციელს მოქალაქის გაჩერების, გადამოწმების და სხვა ღონისძიებების ჩატარების უფლება ჰქონდა.

"უბნის ინსპექტორი შოთიკო პეტრიაშვილი ახორციელებდა შემოვლას, რა დროსაც მის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა საეჭვო პიროვნება და პეტრიაშვილი მას დაედევნა. ვითარებას შეესწრნენ მოქალაქეები, უბნის ინსპექტორმა მათ თავი წარუდგინა და განუმარტა, რომ არის პოლიციის თანამშრომელი და სამსახურებრივ უფლებამოსილებას ასრულებს. პოლიციის ყველა თანამშრომელს, არა მხოლოდ პატრულ-ინსპექტორებს, მოქალაქის გაჩერების, გადამოწმების და სხვა ღონისძიებების ჩატარების უფლება აქვს. ფორმას რაც შეეხება, დავალების ინდივიდუალური ხასიათიდან გამომდინარე პოლიციელს შეუძლია განახორციელოს უფლებამოსილება ფორმის გარეშე", _ წერს გიორგობიანი "ფეისბუქის" გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ "პოლიციის შესახებ კანონის" მე-19 მუხლი "პირის გამოკითხვა"-ს ითვალისწინებს, რომლის დროსაც პოლიციელი უფლებამოსილია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაადგინოს პირის ვინაობა ღიად და უშუალოდ ამ პირისაგან, რისთვისაც შეუძლია შეაჩეროს იგი, გამოჰკითხოს პერსონალური მონაცემები და მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა, თუ: ა) პირს აქვს ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული ნიშნები; ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა ან ჩაიდენს მას; გ) პირი იმყოფება სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე ან სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების ადგილზე; დ) პირს თან აქვს "იარაღის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული იარაღი, რომლის ტარებაც საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, და ამ იარაღის ტარების უფლების დადგენა სხვაგვარად შეუძლებელია; ე) პირი იმყოფება დანაშაულის ან საგზაო-სატრანსპორტო ან სხვა საგანგებო შემთხვევის ადგილზე; ვ) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გარეგნული ნიშნები ან პირის მოქმედება სამართალდარღვევაში მის შესაძლო მონაწილეობაზე მიანიშნებს.

ამასთან, პოლიციელი უფლებამოსილია გამოჰკითხოს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მას აქვს საპოლიციო ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო ინფორმაცია. პირის მიერ ინფორმაციის მიწოდება კი ნებაყოფლობითია.

ცენტრ "მომავლის ინიციატივების" ხელმძღვანელი, იურისტი ლევან ალაფიშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას განმარტავს, რომ "გონივრული ეჭვის" საფუძველზე მოქალაქის გაჩერების და, მით უმეტეს ჩხრეკის უფლება, პოლიციელს აღარ აქვს.

"გონივრული ეჭვის" საფუძველი კანონში ცვლილების განხორციელების შემდეგ შეიცვალა. ამიტომ ამ ეჭვის საფუძველზე პოლიციელი მოქალაქეს არ უნდა აჩერებდეს. რაც შეეხება ფორმას, შიდა ნორმატიული აქტებით შესაძლებელია, რომ ფორმა პოლიციელისთვის სავალდებულო არ იყოს, მაგრამ სავალდებულოა, რომ მან საკუთარი თავი და დოკუმენტი წარუდგინოს იმ ადამიანს, რომელსაც გამოკითხვისთვის აჩერებს. შესაძლებელია, შინაგან საქმეთა სამინისტროს წიგნაკი კადრების განყოფილების თანამშრომელსაც ჰქონდეს, მაგრამ მას არა აქვს უფლება რომ შესაბამისი წინასაგამოძიებო, საგამოძიებო ან ოპერატიული მოქმედებები განახორციელოს. თუ ეს პროცედურები დაცული არ არის, კანონს მიღმა მოქმედებაა, რაც თავისთავად მოქალაქის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ნიშნავს. იცით, რომ ჩვენს კანონმდებლობაში არის მუხლი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რაც სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადია. თუ ეს პროცედურები არ არის დაცული, მაშინ მოქალაქე პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება", _ აცხადებს ალაფიშვილი.

მისივე განმარტებით, რაც შეეხება მოქალაქის მიმართ პოლიციელის მიერ იარაღით დადევნებას, ამ შემთხვევაში კანონდარღვევის ნიშნები აშკარად ჩანს, რადგან იარაღის გამოყენების უფლებას კანონი პოლიციელს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში აძლევს.

"ამ შემთხვევაში, თუ პატრულ-ინსპექტორი მოქალაქეს იარაღით დაედევნა, მარტო პოლიციის შესახებ კანონი არ ირღვევა. დარღვეულია, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ კანონმდებლობა და ადამიანის უფლებების დაცვის კანონმდებლობაც. თუ ამ ფაქტს გენერალური ინსპექცია შეისწავლის შესაბამის რეაგირებასაც მოახდენს. ეს უკვე ცდება "გონივრული ეჭვის" საფუძველს. ცეცხლსასროლი იარაღის ბუდიდან ამოღებაც კი უკვე შესაბამის პროცედურას მოითხოვს. როგორც მინიმუმ, ამ ადამიანმა "გონივრული ეჭვი" თავისივე უწყების გენ ინსპექციაში უნდა დაასაბუთოს. "გონივრული ეჭვი" უნდა დასტურდებოდეს სხვადასხვა გარემოებებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით, რომ მან შემოწმებისთვის მიმართა პიროვნებას. რა იყო ამ ეჭვის საფუძველი, რატომ აჩერებდა მოქალაქეს? ჰყავდა თუ არა დადგენილი ის პირები, რომლებიც ამ გონივრული ეჭვის არეალში მოექცნენ და რა რით დგინდება ეს? უთხრა თუ არა იმ პირებს, რომ საბუთები ეჩვენებინა და ა.შ. იარაღი რატომ ამოიღო, ის პირი შეიარაღებულ წინაღმდეგობას უწევდა? იარაღის გამოყენების უფლება პოლიციელს აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უკიდურესი აუცილებლობაა და იარაღის გარეშე მიზნის მიღწევა არ შეიძლება. მოქალაქის გაჩერება და შემოწმება სხვადასხვა რამეა. შესაძლოა პოლიციელმა პირადობის მოწმობა მოგთხოვოს, მაგრამ მას გაჩხრეკის უფლება არა აქვს", _ აცხადებს ალაფიშვილი და დასძენს, რომ თუ მსგავსი შემთხვევები გახშირებულია, მოქალაქეებმა შსს-ს გენერალურ ინსპექციას განცხადებით უნდა მიმართონ.

შეგახსენებთ, რომ პოლიციის შესახებ კანონში ცვლილება გასული წლის სექტემბერში განხორციელდა. მაშინ შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია აცხადებდა, რომ "პოლიცია მოქალაქეს გონივრული ეჭვის საფუძველზე ვეღარ გააჩერებს".

კერძოდ, მისივე თქმით, "გონივრული ეჭვის" საფუძველზე გაჩერების ღონისძიება ადამიანის გამოკითხვით იცვლება:

"აქამდე გონივრული ეჭვის საფუძველზე პოლიციას შეეძლო შეეჩერებინა მოქალაქე თუ ჰქონდა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული. ჩვენ კი ეს შევცვალეთ იმით, რომ პირველი, პოლიციას ვუთხარით კონკრეტულად რა სამართლებრივი საფუძვლით შეუძლია შეაჩეროს მოქალაქე და არა ზოგადად, ე.წ გონივრული ეჭვის საფუძველზე. მეორე, ასევე განვუმარტეთ, თუ რისთვის აჩერებს. ესეც არ იყო მოქმედ კანონში. მეტი განსაზღვრულობა შევიტანეთ, ერთი მხრივ, მოქალაქეების დაცულობის კუთხით და ასევე, პოლიციელების დაცულობის თვალსაზრისით, რადგან პოლიციას ამ განუსაზღვრელი ე.წ გონივრული ეჭვის საფუძველზე ძალიან ფართო არეალი ჰქონდა თვითნებური ქმედებების და თვითნებური საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებისათვის. ჩვენი კონკრეტული რეგლამენტაციით, აი, ეს კონკრეტიკა შევქმენით, ადამიანის უფლებების დაცვისთვის", _ აცხადებდა იზორია.

წყარო: gurianews.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42