ისინი მინდვრების გავლით მიემართებიან კრამატორსკში. მანამდე ექვს ჯავშანტრანსპორტიორს პრორუსებმა გზა გადაუკეტეს.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ტურჩინოვმა დონეცკის ოლქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. მისი თქმით ოპერაცია სამშაბათს ღამით დაიწყო და ეტაპობრივად განხორციელდება.
მისი დაწყებიდან უკვე რამდენიმე საათში, კრამატორსკის აეროდრომიდან აფეთქებებისა და სროლის ხმა ისმოდა. „უკრაინსკაია პრავდას“ თანახმად, „უცნობ სამხედრო ფორმაში გამოწყობილები ავტომატური იარაღებით ცდილობდნენ აეროდრომის აღებას“, მაგრამ შეტევა უკრაინული ჯარის მიერ მოგერიებულ იქნა.

მოგვიანებით, უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა სტანისლავ რეჩინსკიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აეროპორტი მსხვერპლის გარეშე გაათავისუფლეს.
„ოპერაციის მიზანი იყო ადამინებს შორის მსხვერპლისაგან თავის არიდება, და სასურველი იყო სიცოცხლე შეენარჩუნებინათ სეპარატისტებისათვისაც, ვინაიდან მათი ნაწილი ასევე ჩვენი მოქალაქეები არიან“, - აღნიშნა რეჩინსკიმ.
ამავდროულად, თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც გამოხატეს უკრაინის ხელისუფლების მიმართ მხარდაჭერა წინ აღუდგნენ „სეპარატისტების პროვოკაციებს“ ქვეყნის აღმოსავლეთში და ამ მოქმედების უფრო მტკიცედ გატარებისკენ მოუწოდეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მხრივ წუხილი გამოთქვა უკრაინაში მომხდარის გამო.
„კიევის ხელმძღვანელების მშვიდობისმოყვარე დეკლარაციებს, სამხედრო კამპანიის სტარტი მოჰყვა, რასაც შედეგად, როგორც ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ, შესაძლოა სამოქალაქო ომი და სიტუაციის დესტაბილიზაცია ამ რაიონებში და შესაძლოა, მთელ უკრაინაში მოჰყვეს“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
ბიბისის მასალების მიხედვით, მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






