უძღები რუსეთი, ომის მუქარით, ცდილობს ძალით ჩაშალოს საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში და მისი ევროპისაკენ ორიენტაციის აღება.
ამის შესახებ წერს ესპანური ყოველდღიური გაზეთი El Pais, რომელიც აღნიშნავს, რომ უკრაინაში „ყველაზე საშინელი წინათგრძნობა“ ახდა. უკრაინის აღმოსავლეთში მებრძოლების თავისუფლად მოქმედების გამო, კიევი ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა.
აგრესორების წინააღმდეგ არმიის გამოყენება შეიძლება გახდეს საუკეთესო მიზეზი რუსეთისათვის საზღვრების გადასაკვეთად. უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრე ტურჩინოვის შეპირებამ რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, შედეგი არ გამოიღო.
„პუტინი ევროპის უძლურებასა და უკრაინის სისუსტეზე თამაშობს. ძალადობის წინაშე, ორიდან ერთ-ერთი უნდა ამოირჩიო: კაპიტულაცია, ან წინააღმდეგობა, იმის გათვალისწინებით, რომ დალურჯებები არ აგცდება“, - წერს გაზეთი.
ევროპას შეუძლია ვლადიმერ პუტინზე ზეწოლა განახორციელოს უფრო მკაცრი სანქციებით, რომლებიც მას თავად ავნებს.
„ვნახოთ, მზად არიან თუ არა ქვეყნები, რომლებიც მაიდანს ტაშს უკრავდნენ, წავიდნენ მსხვერპლზე. თუ, ისინი მიცემენ რუსეთს საშუალებას, გადაკვეთოს საზღვრები, როგორც მოუნდება. მეორე შემთხვევაში, ევროპა საერთაშორისო არენაზე თავის უმნიშვნელო როლს დაადასტურებს“, - წერს El Pais.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






