როგორც გულიკო გიგიბერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, გიორგი ფირანიშვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ორი პირი 13 აპრილს, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
გიგიბერიას ინფორმაციით, გიორგი ფირანიშვილის საქმეში დაკავებული პირები არაერთ სხვა საქმეშიც ფიგურირებენ და აღნიშნულ დაჯგუფებას მაღალჩინოსნები მფარველობენ.
"აღნიშნულ დაჯგუფებას, რომელიც რამდენიმე ადამიანისგან შედგება, მაღალჩინოსნები მფარველობენ, ამიტომ არის, რომ ცდილობენ დანაშაული მიჩქმალონ და ნელ-ნელა უნდათ ციხიდან ყველა გამოუშვან", - განაცხადა გულიკო გიგიბერიამ.
მისივე თქმით, სასამართლო პროცესი 4-ჯერ გადაიდო და ჯერაც არ ჩატერებულა.
"მოვითხოვ, ხელისფულებამ ზომები მიიღოს. მოვითხოვ, არ გამოუშვან არავინ და ესენიც დააბრუნონ ციხეში. საზოგადოებისთვის საშიში პიროვნებები არიან. ეს მათი პირველი დანაშაული არ არის და არც უკანასკნელი", - განაცხადა გულიკო გიგიბერიამ და საზოგადოებას მხარში დგომისკენ მოუწოდა.
2013 წლის 25 ნოემბერს სადახლოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღით სამი პირი მერაბ კანადაძე, გიორგი ფირანიშვილი და დილარ მუკბანიანი დაჭრეს. მერაბ კანადაძე და გიორგი ფინარიშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალენ.
მასალის გამოყენების პირობები






