შერონ მარი საქართველოში გრანდიოზულ შოუს გამართავს
შოუ ბიზნესი - 14:25, 15 Apr, 2014     5339

უცხოეთში ცნობილი ქართველი დიზაინერი შერონ მარი (მარცვალაძე) საქართველოში მალე გრანდიოზულ შოუს გამართავს. უცხოელი მოდელები, ფოტოგრაფები და მოდის მიმდევრები ამ შოუზე უხვად იქნებიან. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება უკვე დასრულებულია. ჩვენებისთვის საქართველოს მექსიკიდან სპეციალურად ევროპულ მოდის სამყაროში კარგად ცნობილი ფანი ტორესი ეწვევა, ორგანიზატორები მილანის, ლონდონისა და პარიზის მოდის კვირეულის ფოტოგრაფს ანტონიო ტაკონისაც ელიან. ეს ფოტოგრაფი შერონ მარის შემოქმედებას კარგად იცნობს,

დიზაინერის კოლექციის ფოტოგადაღება მან ორი წლის წინ სიცილიაში მოაწყო. რაც შეეხება ფანი ტორესს ის შერონმა იტალიაში გაიცნო. ევროპაში ცნობილმა მოდელმა თავადვე შესთავაზა ქართველ დიზაინერს: სამომავლოდ, როცა ჩვენება გექნებათ, თუ შემატყობინებთ მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ, იქ ჩამოვალ სადაც იქნება, გზას და მანძილს მნიშვნელობა არა აქვსო“. ამას დონეცკში „ფეშენ დეიზე“ მისი გამოსვლა მოჰყვა, იქ მოდელმა შერონ მარის სამოსი წარმოაჩინა, ამჯერად კი მოდელი საქართველოში გამოსამგზავრებლად ემზადება.

შერონ მარი: „ამ შოუს იტალია მიფინანსებს, ჩემი კოლექციაც რომში იკერება და უკვე ივლისში მზად იქნება. უცხოელი დელეგაცია სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდის. ასევე მოლაპარაკება გვაქვს პორტუგალიელ ცნობილ დიზაინერთან ნუნო გამასთან, მინდა რომ თბილისში ამ დიზაინერის ჩვენებაც მოვაწყო, რასაც ჩემი კომპანია უზრუნველყოფს. რაც შეეხება ჩემს ფეშენ შოუს მართლაც გრანდიოზული იქნება. წითელი ხალიჩით, სამახსოვრო ფოტოებით და რაც მთავარია იმ დადებითი მუხტით, რაც ჩემს ქვეყანაში მყოფ მოდის მიმდევრებს, ძალიან დიდხანს გაჰყვებათ. ფეშენ შოუს ფანი ტორესი გახსნის“.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42