„პრეზიდენტმა გამოხატა ღრმა შეშფოთება რუსთის ხელისუფლების მიერ პრორუსულად განწყობილი, შეიარაღებული სეპარატისტების მოქმედების მხარდაჭერის გამო, რომლებიც უკრაინის ხელისუფლების პოზიციებს არყევენ და სიტუაციის დესტაბილიზაციას ახდენენ“, - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ორი ლიდერის საუბრის შედეგად გამოაქვეყნეს.
ამაზე ვლადიმერ პუტინმა ობამას უპასუხა, რომ აშშ-ის შეშფოთება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში რუსეთის ჩარევის გამო, „დამყარებულია არასანდო ინფორმაციაზე“.
მისი თქმით, მოვლენები უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში შედეგია იმისა, რომ „კიევის ხელისუფლებას არ სურს და არ შესწევს უნარი გაითვალისწინოს მოსახლეობის რუსულენოვანი ნაწილის ინტერესები“.
თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ჯეი კარნიმ განაცხადა, რომ ამერიკული მხრიდან უკრაინისთვის საბრძოლო იარაღის მიწოდება ჯერჯერობით არ განიხილება.
ბიბისის მასალების მიხედვით, მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






