გიორგი გაბუნია გალახვას გადაურჩა
ეს საინტერესოა - 09:54, 15 Apr, 2014     29374

„შენ ხარ ერთადერთი შემსრულებელი, ვისაც ამ სკამს დავუთმობდი“, - განუცხადა სტეფანემ იქს ფაქტორის 13 წლის მონაწილეს საბა ჩაჩუას და ის ბგერის პროფესორად მონათლა.

X Factori , რომელსაც მაყურებელი, რამდენიმე თვეა ელის იმედებს არ აცრუებს. საინტერესო,სახალისო და გულისამაჩუყებელი გამოსვლები ბევრი იყო.

მეგა შოუმ პირველივე ტურში უამრავი ნიჭიერი გამოავლინა. მათ შორის იყო ლეილა აბაშიძის 61 წლის ვაჟიც, რამაზ დანელია, რომლის სიმღერამ ჟიური ფეხზე წამოაყენა, ხოლო თავად ლეგენდარული მსახიობის სცენაზე უეცარმა გამოჩენამ კი ყველაზე ამაღელვებლად იმოქმედა. ძალიან ღელავდა თავად ლეილა აბაშიძეც.

„ბუნებით მეოცნებე და საოცარი ოპტიმისტი ვარ, ხშირად მიფიქრია, რომ ადამიანი ოცნების გარეშე ფრთამოკვეთილ არწივს ემსგავსება. უნდა ვიბრძოლოთ ყველამ ჩვენი ბედნიერებისთვის! ეს შანსია ყველა ადამიანისთვის. თქვენ მიეცით საშუალება ადამიანებს, ვისაც ემღერება - იმღერონ და ვისაც არ ემღერება, იმათმაც - იმღერონ. ეს დიდებული პროექტია!“- განაცხადა მსახიობმა.

მოგვიანებით კი სცენაზე ბათუმელი 22 წლის გიორგი ბერიძე გამოჩნდა და თავისი ვოკალური მონაცემებით დარბაზი აღაფრთოვანა. მას ძმა, საქართველოში უკვე საკმაოდ ცნობილი მომღერალი, ნიკო ბერიძე გულშემატკივრობდა.

დარბაზის გულის მოგება ბევრმა გამომსვლელმა შეძლო, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ - პლანეტა პი, ვეტერან-ოფიცერთა ანსამბლი „მშვიდობა“, ნიკ შერმა, Funny Girls ... ხოლო პირველი ტურის ბოლო კონკურსანტის თამუნა შავერდაშვილის გამოსვლა სტეფანემ ასე შეაფასა - ეს არის უნაკლო შესრულება ყველა X ფაქტორისთვის მსოფლიოში“...ნიჭიერებთან ერთად უნიჭოებიც გამოვლინდნენ, იყვნენ გაბრაზებულებიც, განრისხებულებიც და საკუთარ თავში დარწმუნებული უვიცებიც, თავიანთ უნიჭობას, რომ ჟიურის აბრალებდნენ. ერთ-ერთი, რომელიც სმენასა და ხმასთან ერთად რეალობის აღქმასაც მოკლებული იყო სტეფანეს აუხირდა, პოლიტიკური ნიშნით მბლოკავო. გიორგი გაბუნია კი გალახვას გადაურჩა. კონკურსანტი წამყვანის რეპლიკამ გააღიზიანა, - შარვალი გიჭერსო. თუმცა, როგორც გაირკვა ბეწვზე გადარჩენილ წამყვანს საქმის გასარჩევად რუსთავში ელოდებიან...





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42