უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებას ელოდებიან. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა შესაბამის განკარგულებას ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა.
ამ ბრძანებით, ალექსანდრ ტურჩინოვმა აამოქმედა გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით, გადაუდებელი ზომების მიღებას ითვალისწინებს. მან ოპერაციაში მონაწილეობა გაერო-საც შესთავაზა.
ფართომასშტაბიანი ოპერაციის ჩასატარებლად, შექმნილია სპეციალური შტაბი, რომელსაც ტურჩინოვი თავად უხელმძღვანელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში ვითარება უკიდურესად დაიძაბა.
ამ დროისთვის დონეცკში, ხარკოვსა და ლუგანსკში სიტუაცია უკიდურესად მწვავეა. სეპარატისტებს ბლოკირებული აქვთ გორლოვსკის მილიციის შენობა, სლავიანსკის აეროპორტი და ადმინისტრაციული დაწესებულებები. გრძელდება შეტაკებებიც.
მასალის გამოყენების პირობები






