მოსამართლემ "თბილისის განვითარების ფონდის" საქმეზე უგულავასა და მისი შვილის სატელეფონო საუბარი მტკიცებულებად არ დაუშვა
სამართალი - 15:04, 14 Apr, 2014     1520
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ საქმეზე, გიგი უგულავასა და მისი შვილის სატელეფონო საუბარი მტკიცებულებად არ დაუშვა.
როგორც მოსამართლემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, აღნიშნული ჩანაწერის მოპოვება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას, პირად ცხოვრებასთან მიმართებაში.
მოსამართლემ მიიჩნია, რომ უგულავასა და მისი არასრულწლოვანი შვილის სატელეფონო საუბარი დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი. მოსამართლემ განმარტა, რომ სატელეფონო ჩანაწერს შინაარსობრივად ბრალდებასთან კავშირი არ გააჩნია და საპროცესო ნორმების დარღვევით არის მოპოვებული.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, კერძოდ, გიგი უგულავა ითხოვდა, რომ მისი და მისი არასრულწლოვანი შვლის სატელეფონო საუბარი სასამართლოს მტკიცებულებად არ მიეღო. ამასთან, დღევანდელ პროცესზე შუამდგომლობების განხილვის ეტაპზე მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და "თბილისის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელის გიორგი საბანაძის გამოკითხის ოქმები დაუშვებლად სცნო.
კერძოდ, როგორც მოსამართლემ განმარტა, აღნიშნული ოქმები საპროცესო კოდექსის დარღვევის პირობებშია მოპოვებული და იგი საქმის არსებით განხილვას არ დაერთვება. თუმცა ადეიშვილი და საბანაძე, რომლებიც აღნიშნავენ, რომ გიგი უგულავას "თბილისის განვითარების ფონდთან" დაკავშირებულ ბრალდებაში ბრალი არ მიუძღვის, დარჩნენ დაცვის მხარის მოწმეთა ნუსხაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42