"საია“-მ ევროპულ სასამართლოს მავთულხლართებით დაზარალებულთა სახელით მიმართა
სამართალი - 14:56, 14 Apr, 2014     1726
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ევროპულ სასამართლოს მავთულხლართებით დაზარალებულთა სახელით მიმართა.
როგორც საიაში აცხადებენ, 2014 წლის 11 აპრილს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ე.წ.სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფელ დვანში მაცხოვრებელი 19 მოქალაქის სახელით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.
საია-ს განცხადებით, 2013 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, სოფელ დვანში რუსი და ოსი ,,მესაზღვრეების" მიერ ე.წ. საზღვრის მონიშვნის მიზნით მავთულხლართების გავლებამ გამყოფი ხაზი 400-600 მეტრით გადმოწია, რის გამოც დვანის 50-მდე ოჯახის სასოფლო-სამეურნეო მიწები ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა. მავთულხლართების მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში, დვანში მცხოვრები 3 ოჯახის საცხოვრებელი სახლიც ე.წ. საზღვრის მიღმა აღმოჩნდება.
საია "ევროპულ სასამართლოში დვანის მცხოვრებელთა მიწაზე და საცხოვრებელ სახლებზე საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლების დარღვევას დავობს".
საია-ს ცნობით, დღევანდელი მდგომარეობით დვანის მოსახლეობის კუთვნილი 80-მდე ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა მავთულხლართების მიღმაა მოქცეული. მოსახლეობა ამ მიწებს 2013 წლის ოქტომბრამდე ამუშავებდა და მიწიდან მიღებულ მოსავალს ოჯახისა და შინაური პირუტყვის გამოსაკვებად იყენებდა. ზოგიერთი ოჯახი მიწაზე მოყვანილ მოსავალს ყიდდა კიდეც და ეს მათი ოჯახების შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა. მიწებზე წვდომის დაკარგვის შედეგად ოჯახებმა მნიშვნელოვანი ზიანი განიცადეს, რადგან ისინი მავთულხლართების გამო მომავალში ამ მიწების დამუშავებას ვეღარ შეძლებენ. მიწის ნაკვეთებთან ერთად, დვანში მცხოვრებ 3 ოჯახს მავთულხლართების მშენებლობის გამო აღარ ეძლევა საშუალება ისარგებლონ საკუთარი საცხოვრებელი სახლებით. ეს სახლები მავთულხლართების მიღმა ჯერ არ აღმოჩენილა, თუმცა, ტერიტორია უკვე მონიშნულია და რუსი მესაზღვრეების მითითებით ამ ოჯახებმა თავიანთი სახლები დაშალეს და შეძლებისდაგვარად ყველა ნივთი გამოიტანეს. საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლების დარღვევის გარდა (ევროპული კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი პუნქტი) ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროპულ სასამართლოში დავობს საცხოვრებლის პატივისცემის (ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი), მიმოსვლის თავისუფლების (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი) და სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლების დარღვევის თაობაზე (ევროპული კონვენციის მე-13 მუხლი).
მავთულხლართების გაბმის პროცესი 2011 წელს დაიწყო და 2013 წლის თებერვლიდან გააქტიურდა. ამჟამად, მავთულხლართების გავლების შედეგად ე.წ. გამყოფი ხაზის პირას მდებარე დაახლოებით 23 ქართული სოფელია დაზარალებული. საია აგრძელებს პროცესზე აქტიურ დაკვირვებას და სხვა სოფლებში მნიშვნელოვნად დაზარალებული მოსახლეობის სახელითაც ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42