შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, ადმინისტრაციულ ჯარიმებზე საურავები მცირდება. ალექსანდრე ჭიკაიძემ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ ინიციატივა მთავრობის სხდომაზე წარადგინა.
კანონპროექტის მიხედვით საურავების დაკისრების ახალი მექანიზმი, შემუშავდება. ინიციატივის მიხედვით, 10-ლარიანი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოქალაქეს დაერიცხება საურავი 20 ლარის ოდენობით. საურავის დაკისრების ამგვარი მექანიზმი ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული გადაცდომის შემთხვევაში ადეკვატური ოდენობის სახდელის დანერგვას.
მოქმედი კანონმდებლობით, თუ მოქალაქე დადგენილ 30 დღის ვადაში ვერ გადაიხდის მასზე დაკისრებულ ჯარიმას, 100 ლარამდე ჯარიმის შემთხვევაში - მას ერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 100 ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმის შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით.
ჯარიმა-საურავი პროექტის მიხედვით:
10 20
20 40
40 80
50 100
100 200
150 300
200 400
250 500
300 500
500 500
ჯარიმა-საურავი მოქმედი
10 150
20 150
40 150
50 150
100 500
150 500
200 500
250 500
300 500
500 500
700 500
1000 500
1500 500
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






