ამერიკის შეერთებულ შტატებში პათოლოგიებით დაბადებულ 4 ქალბატონს საშო გადაუნერგეს, რომელიც ლაბორატორიებში დამზადბული იყო მათივე უჯრედებისგან.
ოპერაცია ჩატარდა რამდენიმე წლის უკან, თუმცა ინფორმაცია იყო გასაიდუმლოებული მანამ, სანამ ექსპერიმენტმა წარმატებული შედეგი არ აჩვენა.
ხელოვნური ორგანოების შექმნისას გამოყენებულ იქნა ადამიანის სხეულის ქსოვილის ნიმუშები და ბიოდეგრადირებადი მასალები.
ყოველი ქალბატონისთვის ვაგინა დამზადდა ინდივიდუალურად, ზომისა და აღნაგობის თავისებურებების შესაბამისად.
ტრანსპლანტაციის მომენტისთვის ყველა პაციენტი იმყოფებოდა მომწიფების ასაკში. პაციენტების თქმით, მას შემდეგ, რაც ოპერაცია ჩაუტარდათ, ისინი გრძნობენ სექსუალურ აღგზნებას და განიცდიან ორგაზმს, ხოლო სქესობრივი აქტის დროს არ განიცდიან ტკივილს.
ოთხივე ქალი იყო დაბადებული საშოს თანდაყოლილი აპლაზიის დიაგნოზით. სპეციალისტები ამტკიცებენ, ამ უნიკალური ოპერაციის რეზულტატი, გამოქვეყნებული ავტორიტეტულ სამედიცინო გამოცემაში ,,ლანცეტი", მედიცინაში რეგენერაციისა და ძალის დემონსტრირებაა.
,,ეს მეთოდი შესაძლებლობას იძლევა, გამოყენებული იქნას სხვა ორგანოების გადანერგვის დროსაც, თუმცა ახალი მეთოდის წყალობით, არ იქნება საჭირო სხეულის სხვადასხვა ორგანოებიდან ნაწილების აღება. ამ ნოვაციამ დახმარება გაუწია რთული კლინიკური სურათის მქონე არა მხოლოდ რამდენიმე პაციენტს, არამედ წამოწია რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება ქსოვილების გადანერგვას და რეგენერაციას მედიცინაში", - განაცხადა პროფესორმა მარტინ ბერჩელმა.
თუმცა, უნდა გავიაროთ ჯერ კიდევ დიდი გზა, სანამ ჟურნალ ,,ლანცეტში" აღწერილი ცდა ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცევა. ,,საჭიროა, უფრო მასშტაბური ოპერაციების გამოცდილება მისი შემდგომი დაკვირვებებით იმპლანტაცია გადატანილ პაციენტებზე, და გასვლა კომერციულ დონეზე და ბევრი სხვა", - დარწმუნებულია ბერჩელი.
მასალის გამოყენების პირობები






