ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შაბათს თავის საიტზე ვრცელი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც სვამს წერტილებს რუსეთთან მიმართებაში:
ყირიმში იყო სამხედრო აგრესია, რეფერენდუმი რუსეთთან შეერთებაზე იყო არალეგიტიმური, რუსეთის ფედერაციას ელოდება იზოლაცია, ხოლო ნატოს - გაფართოება აღმოსავლეთით, - ნათქვამია დოკუმნეტში.
,,აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთი მიიყვანა საერთაშორისო იზოლაციამდე, ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის შეჩერების ჩათვლით. თავიანთი ქმედებებიდან ყურდადღების გადასატანად რუსეთმა წამოაყენა ნატოს წინააღმდეგ რიგი ბრალდებები, დაფუძნებული ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციაზე, რომელშიც იგნორირებულია ნატოს მუდმივი მცდელობები რუსეთთან თანამშრომლობის კუთხით. რუსეთი აგრეთვე გამოვიდა უსაფუძვლო გამოხტომებით უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ და გამოიყენა ძალა უკრაინის ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით“, - ნათქვამია ნატოს დოკუმენტის პრეამბულაში.
დოკუმენტში აგრეთვე დეტალურად არის განხილული და პუნქტობრივად არის დაყოფილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხები, აგრეთვე კონფლიქტური საკითხები ალიანსის გაფართოებასა და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებაზე ევროპაში.
ინფორმაციას ავრცელებს newsru.com
მასალის გამოყენების პირობები






