თუ საპირფარეშოში შეხვალ. აუცილებლად დაგჭირდება ადამიანი, რომელიც შენს იქ გამოკეტვას არ დაუშვებს.
ამრიგად,თუ აქამდე გვერდით მჯდომის ნდობა იმით იზომებოდა, რომ წამოგყოლოდა დაზვერვაზე, ქუთაისში პარლამენტის შენობა იძლევა შესაძლებლობას ერთგულება გაცილებით უსაფრთხო ადგილას გამოიცადოს. ამას გარდა, ჩვენს სანაქებო შენობაში ჭაღები ჭერიდან ვარდება, ამიტომ ჩვენს პარლამენტარებს არ აკლიათ ადრენალინი, ამაზე მღრღნელები და უტყვი სამშენებლო მასალები ერთდროულად ზრუნავენ.
არც პარლამენტის გადატანის საკითხია ბოლომდე მოგვარებული, როგორც მავანნი და მავანნი ამტკიცებენ ამ გადაწყვეტილების სისწორე იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ყველა რეგიონი თანაბრად განვითარებულიყო, თუმცა იმის მიუხედავად, რომ დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა სასტიკ უარზეა იქ ყრილობების ჩატარებისა, ისიც კი გაურკვეველია, რა ბედი ეწია თბილისში არსებულ პარლამენტის შენობას, რომელიც თითქმის ცარიელია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წინა ხელისუფლების პარლამენტში მრავლად ვნახეთ ერთი პარლამენტარის მიერ სხვა ათის ნაცვალად მიცემული ხმა, ეს მოვლენა დღესაც არ შეცვლილა, როგორც ჩანს მავნე ჩვევა გადამდებია.
რაც შეეხება კონსტიტუციას, რომელშიც მუხლები არაკონსტიტუციურია ამის შეცვლას ახალი პარლამენტი მეტ-ნაკლებად ცდილობს, თუმცა ისეთი ცვლილებები რომელსაც საზოგადოება ელოდება სამწუხაროდ არ სჩანს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმეს, მაგალითად:“შრომის კოდექსს“.შეტანილი ცვლილების მიხედვით დამქირავებელს არ აქვს უფლება სამსახურიდან გაანთავისუფლოს ხელქვეითი თუ მას ერთი თვით ადრე არ ამცნობს ამ გადაწყვეტილებას. სრულიად გაუგაბერია რას ემსახურება ამ კანონის შეცვლა თუ არ გვეცოდინება სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი? იმის გათვალისწინებით, რომ დამქირავებელი ხელქვეითს არაადამიანურად ექცევა, ახალმა პარლამენტმა ძველი სანაქებოს მსგავსად ამგვარი ხალხის ცნობისმოყვარეობა უპასუხოდ დატოვა.
გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 5 დეკემბერს მიიღო(შეგახსენებთ, საუბარია პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებს), რომელთა სიებზეც გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც კი ვერ მოხერხდა კონსესუსის მიღწევა საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობა შორის, სავარაუდოდ, ეს საკითხი დიდი ხნის მანძილზე იქნება ამ ორ მხარეს შორის დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი.
დღევანდელმა პარლამენტმა მემკვიდრეობით მიიღო ხმათა უმრავლესობა, თუმცა ამას ერთი დადებითი მხარეც აქვს, მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტი თამაშ-გარეშე დარჩა, რადგან მის მიერ დარტყმულ ბურთს კარში აღარავინ გაიტანს,რასაც წინა პარლამენტის შემადგენლობის წევრევი სიამოვნებოთ აკეთებდნენ, დღეს კი მხოლოდ ბიძინას ნათქვამზე დაუკრავენ ტაშს.
საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გაუგებარია, რატომ არ სრულდება იმ დაპირებათა ნუსხა, რასაც ჩვენი ხელისუფლება და მომავალი პარლამენტარები წინასაარჩევნოდ სთავაზობდა ამომრჩეველს? პასუხი მარტივია-,,გვენდეთ ჩვენ აგისრულებთ ქართულ ოცნებას“, იმედია, ოცნება ოცნებად არ დარჩება და საზოგადოება არ ინანებს საკუთარ გადაწყვეტილებას.
რა შეიცვალა?-ავირჩიეთ პარლამენტი, რომელიც ხალხისთვის უნდა მუშაობდეს, მაგრამ სანაცვლოდ რა მივიღეთ? გარანტირებული სავარძლები და მივიწყებული დაპირებები.
ნათქვამია ალილეო და ხვალეო...ამასაც დაელოდება ქართული საზოგადოება, თუმცა როგორც ჩანს წარსული მეორდება, პარლამენტში კვლავ კატა-თაგვობანას თამაშობენ,ხოლო ხალხთა იმედგაცრუება კი დღითი-დღე მატულობს.
მარი ცინცაძე
მასალის გამოყენების პირობები






