შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო
სამართალი - 12:16, 12 Apr, 2014     1076
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ვახტანგ ბ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების
საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ვახტანგ ბ-ს პირადი ჩხრეკისას ამოიღეს: 28 აბი მოვარდისფრო, კუსტარული წესით დამზადებული 7,5 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,0683 გრ მეტამფეტამინს და 0,4037 გრ ამფეტამინს შეიცავს; 20 აბი მოთეთრო, კუსტარულად დამზადებული 5,24 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,515 გრ ამფეტამინის შეიცავს; 46 აბი ლურჯი ფერის, კუსტარული წესით დამზადებული 11,23 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 3,0147 გრ ემ-დი-ემ-ეის – ე.წ. ექსტაზს შეიცავს; ასევე ამოღებულია 3,03 გრ გამომშრალი მარიხუანა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ვახტანგ ბ-მ თურქეთში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები, რომელებიც უკანონოდ შეინახა, შემდეგ კი თურქეთიდან საქართველოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლით უკანონოდ შემოიტანა.

გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით და 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით, რაც თავისუფლების უვადო აღკვეთას ითვალისწინებს).




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42