სამართალდამცველებმა აჭარაში 6 პირი დააკავეს
სამართალი - 19:39, 11 Apr, 2014     2519
იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ აჭარაში ყალბი საბუთების დამზადებისთვის 6 პირი დააკავა.
2013 წლის 21 დეკემბრიდან ე.წ. ამზომველების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, სულ საქმეში 45 პირი ფიგურირებს, მათ შორის, ათამდე ამზომველი კომპანიაა.
"არსებობდა ეჭვი, რომ სოფლის რწმუნებულების დახმარებით, მიწის ამზომველი კომპანიები, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე ადგენდნენ ყალბ საბუთებსა და ნახაზებს, რის შედეგადაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლები მოქალაქეების საკუთრებაში არეგისტრირებდნენ მდინარეების - ჭოროხი და აჭარისწყალი, კალაპოტებს, ჭალებსა და წყალში მდებარე კუნძულებს. უკანონოდ დარეგისტრირებული მდინარის კალაპოტები, ჭალები და წყალში მდებარე კუნძულები, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა, მოქალაქეების მიერ ჰესის მშენებელ კომპანიაზე სხვისდებოდა.
გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად და შესაბამისი სასამართლო განჩინების საფუძველზე, იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე დაკავებულ იქნენ საჯარო რეესტრის ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი დ.გ., სამსახურის უფროსის მოადგილე რ.ზ. და ამავე სამსახურის სპეციალისტი ე.ქ. ასევე დაკავებულია ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მარადიდის რწმუნებული ჯ.ლ. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შპს „გეოს” ამზომველი ხ.ლ. - ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, მოქალაქე შ.ლ. დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე. ამასთან, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ - ხელვაჩაურის რაიონის აჭარისწყლის თემის სოფელ მირვეთის და მაჭახლისპირის რწმუნებული ნ.ზ. და კირნათის თემის სოფელ გვარას ორგანიზატორები - ფ.ლ. და რ.შ. სულ საქმეში 45 პირი ფიგურირებს, მათ შორის, ათამდე ამზომველი კომპანიაა.
გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია შემდეგი: საამზომველო კომპანიების წარმომადგენლები ფულადი სარგებლის მიღების სანაცვლოდ ამზადებდნენ ყალბ საკადასტრო აზომვით ნახაზებს მდინარე ჭოროხის და აჭარისწყლის კალაპოტში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე, როგორიცაა მდინარის კალაპოტი, მდინარის ჭალა და წყალში მდებარე კუნძულები. ყალბ ნახაზებზე ასახული ფართების მოქალაქეების პირად სარგებლობაში არსებობის ფაქტს უკანონოდ ადასტურებდნენ ადგილობრივი რწმუნებულები. ამ გზით შექმნილი ყალბი დოკუმენტების წარდგენა მოქალაქეების მიერ ხდებოდა საჯარო რეესტრის ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში, რომლის თანამშრომლებიც, სათანადო გადამოწმების გარეშე უძრავი ქონების რეგისტრაციებს ახორციელებდნენ. ხშირ შემთხვევაში, ამგვარად მოპოვებული საკუთრება მოქალაქეების მიერ გასხვისებულ იქნა ჰესების მშენებელ კომპანიაზე, რის შედეგადაც ისინი დიდი ოდენობის თანხებს დაეუფლნენ”, - ნათქვამია განცხადებაში.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას აგრძელებს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42