იუსტიციის სახლში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
სამართალი - 17:44, 11 Apr, 2014     1460

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელსაც პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.

სხდომის დაწყების წინ იუსტიციის მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„გუშინდელმა მედიამონიტორინგმა გამოკვეთა ისეთი საკითხები, რომელიც ჩემგან, როგორც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარისგან, ითხოვს წინმსწრებ რეაგირებას, სანამ დღის ბოლოს რეკომენდაციებზე ჩამოვყალიბდებით. მე მინდა, მოვუწოდო, როგორც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, ყველა საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც მუშაობს საქართველოში, მათ შორის, „ივერიელს“, ახალგაზრდულ ცენტრსა და ყველა სხვა ორგანიზაციას, ქვეყნის და მისი მომავლის დემოკრატიული ინტერესებიდან გამომდინარე, მომავალი ორი თვის განმავლობაში, არჩევნებამდე, თავი შეიკავონ იმ ქმედებებისგან, რომლისგან თავის შეკავებისკენაც ჩვენ შარშან მოვუწოდეთ ყველას. ეს არის კონტრაგიტაცია და ჩვენ ეს შარშან განვმარტეთ, თუ რა არის; და მოვუწოდო ყველა პარტიის აქტივისტს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, მათ შორის, სახალხო მოძრაობებს, რომ თავი შეიკავონ, მივიდნენ იმ შეხვედრებზე, სადაც გამოითქმის მათთვის მიუღებელი პოლიტიკური ან სხვა ტიპის მოსაზრებები. ხაზი მინდა, გავუსვა ერთ რამეს − რომ არჩევნები არის პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს შორის შეჯიბრი და ამ შეჯიბრისთვის ხელის შეშლის უფლება არავის აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო შეჯიბრში წინასაარჩევნო კამპანიის დროს რომელი პარტია რომელს აჯობებს, ამას გადაწყვეტს ხალხი, როცა მივა არჩევნების დღეს საარჩევნო ურნასთან. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ სხვა პარტიის კონტრაგიტაციის, კონკურენტი პარტიის საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლისგან თავი შეიკავონ“, − განაცხადა მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42