პროკურატურამ როლანდ ახალაიას ბრალი წარუდგინა
სამართალი - 13:43, 11 Apr, 2014     2832

საპარლამენტო უმცირესობის წევრს როლანდ ახალაიას ბრალი წარედგინა. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საგამოძიებო უწყება ახალაიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

„დღეს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, საქართველოს პარლამენტის წევრს როლანდ ახალაიას ბრალდება წარედგინა. პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2009 წლის დეკემბერში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია, რომელიც მოქმედებდა პირადი დაინტერესებით, რაც აშკარად სცილდებოდა მისი, როგორც საოლქო პროკურორის სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, შეხვდა მოქალაქე მარინა ესებუას, რომელსაც მის მეუღლესთან, მსჯავრდებულ კახაბერ ლატარიასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ უკანონოდ მოთხოვა თითქოსდა ქველმოქმედების მიზნით, არარსებული „ანაკლიის განვითარების ფონდის“ ანგარიშზე ჩაერიცხა 150 000 ლარი, რისთვისაც გადასცა საბანკო რეკვიზიტები, რომელიც რეალურად წარმოადგენდა როლანდ ახალაიას ახლობელი ბიზნესმენის სერიოჟა გვარამიას კუთვნილ კერძო კომპანია „სანის“ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს.

მარინა ესებუა იძულებული იყო დათანხმებულიყო შემოთავაზებულ პირობას. მან მეორე დღეს, საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ, 150 000 ლარი შეიტანა როლანდ ახალაიას მიერ მითითებულ შპს ,,სანის“ საბანკო ანგარიშზე, რომელიც სრულად იქნა გახარჯული ხსენებული ფირმის კომერციული მიზნებისათვის.

ანალოგიური ხერხით, 2009 წლის დეკემბერში, როლანდ ახალაიამ, ალექსანდრე ტყებუჩავას, ზურაბ ხარგელიას და დავით კაჭკაჭიშვილის ბრალდების საქმეზე, ბრალდებულების ოჯახის წევრებს უკანონოდ მოთხოვა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ 60 000 ლარი შეეტანათ კვლავ მისი ახლობელი ბიზნესმენის სერიოჟა გვარამიას ფირმის შპს „სანის“ ანგარიშზე.

2009 წლის 25 დეკემბერს, როლანდ ახალაიას მოთხოვნის შესაბამისად, ბრალდებულების ახლობელმა პირმა, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ 60 000 ლარი ჩარიცხა „სანის“ საბანკო ანგარიშზე, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ჯარიმის ანგარიშზე ჩარიცხული იქნა საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა, საერთო ჯამში 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარი, რის სანაცვლოდაც ბრალდებულებს გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმებები და სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალათ პირობითად. რაც შეეხება შპს „სანის“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ 60 000 ლარს, იგი არ იქნა ასახული საპროცესო შეთანხმების ოქმში და სრულად იქნა გახარჯული როლანდ ახალაიას ახლობლის ფირმის შპს „სანის“ კომერციული მიზნებისთვის.

როლანდ ახალაია მოქმედებდა პირადი დაინტერესებით და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ. მან აღნიშნული ქმედებით გადაამეტა მისი, როგორც საოლქო პროკურორის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც მოქალაქეთა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ამავდროულად, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების თანახმად საქართველოს პარლამენტის წევრის ბრალდებისთვის აღარ არის საჭირო საქართველოს პარლამენტის თანხმობა, რასთან დაკავშირებითაც, როგორც თქვენთვის ცნობილია კოდექსში ცვლილების შეტანამდე საქართველოს პროკურატურამ თანხმობის გამოსათხოვად მიმართა პარლამენტს.

აქედან გამომდინარე, დღეს როლანდ ახალაიას წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორი ეპიზოდისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

საქმეზე ამდროისათვის გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42