ნანული ხაჩიძე-32წლის(დიასახლისი)
,,როგორ ვთქვა, რომ ვენდობი ახალ მთავრობას? რისთვის ავირჩიე ეს ხალხი, ცოტა არ იყოს, თავს მოტყუებულად ვგრძნობ. პრობლემა, რომელიც თბილისის მოსახლეობას აქვს,( კომუნალურებს ვგულისხმობ) არ მოგვარებულა. როგორც ყველამ ვიცით, ჩვენი ხელისუფლება ხმამაღლა აცხადებდა, რომ პირველ რიგში სწორედ კომუნალურის ტარიფებს დაწევდნენ, მაგრამ რა მივიღეთ? მხოლოდ მათი განცალკევება,ჩვენ ისევ მოტყუებულები დავრჩით.
ელდარ კბილაშვილი-52წლის(გარემოვაჭრე)
,,საცოდავი ხალხისთვის არავინ იქნება, ყველა თავისი სკამისთვის იბრძვის,მე გარემოვაჭრე ვარ და მინდა ფიქსირებული გადასახადი დამიწესონ, გააუქმონ საკასოები ,მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ამას მპირდებოდნენ, გამარჯვების შემდეგ არავინ დაინტერესებულა. რა აწუხებს უბრალო ხალხს,მაგრამ იმედი მაინც მაქვს.“
ზვიად ასლამაზიშვილი-34 წლის
,,მე სოციალურად დაუცველი ვარ, ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც კი არ მაქვს, მპირდებოდა ბიძინას ხალხი, რომ დამეხმარებოდნენ, მოიყვანეს ტელევიზიაც და გადაიღეს ჩემი სახლიც, მაგრამ არაფერი შეცვლილა, ჩემი სახლი ისევ ერთ ბოძზე დგას, თუმცა იმედი მაქვს რომ დგეს ან ხვალ მოვლენ. იმედი ხომ ბოლოს კვდება“.
თამუნა როხვაძე-24წლის (სტუდენტი)
,,ყველა ხედავს, რომ სიტუაცია აშკარად შეიცვალა. ეს რომ არ დაინახო, ბრმა უნდა იყო. დღეს შიშით არ ვცხოვრობთ და კანონი უზენაესობს,ბევრი უკმაყოფილოა, მაგრამ ერთი რამ ავიწყდება ქართულ საზოგადოებას,რომ წინა ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებს 2-3 თვეში ვერ გამოასწორებენ, ამას დრო სჭირდება და ამდენი თუ მოვითმინეთ, სულ ცოტაც მოვითმინოთ“.
გელა ბარბლიშვილი-65წლის(პენსიონერი)
,,ოთხი ხელისუფლების დროს ვიცხოვრე, ყველას სხვადასხვა კურსი ჰქონდა,წინა ხელისუფლებას კარგი გათვლებით მოვიდნენ, მაგრამ ბევრი უკანონო საქციელი ჩაიდინეს და ამისთვის უნდა დაისაჯნენ, საწყალი ხალხისთვის არავინ შეიწუხებს თავს, ამიტომ ისევ გროშებზე უნდა ვიარსებოთ და დაველოდოთ საოცნებო 160 ლარს.“
მარი ცინცაძე
სპეციალურად სააგენტო ,,ნიუპოსტისათვის“
მასალის გამოყენების პირობები






