საბჭოთა კავშირის ექს-პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა, სახელმწიფო დუმის რამდენიმე დეპუტატის მოწოდებას, რომ ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ, „სრული სისულელე“ უწოდა.
„ეს მოწოდებები მხოლოდ ზოგიერთი დეპუტატის პირად პიარს ასახავს“, - განაცხადა გორბაჩოვმა 10 აპრილს „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში. მან დასძინა, რომ მშვიდად რეაგირებს მსგავს განცხადებებზე და მათ არაწინდახედულ და „ისტორიული ფაქტების თავლსაზრისით აბსოლუტურად უსაფუძვლოდ“ მიიჩნევს.
შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის გამო, რუსეთის დუმის დეპუტატები, მიხეილ გორბაჩოვის გასამართლებას ითხოვენ.
საგანგებო მოთხოვნა ქვეყნის მთავარ პროკურორ იური ჩაიკას სხვადასხვა ფრაქციის დეპუტატებმა უკვე გაუგზავნეს.
როგორც მოთხოვნაშია აღნიშნული, კანონმდებლები იმ მოვლენების გამოძიებას ითხოვენ, რომლებსაც საბჭოთა კავშირის დაშლისას ჰქონდა ადგილი.
დოკუმენტის ინიციატორი “ედინაია რასიას” წევრი ევგენი ფიოდოროვია. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რეფერენდუმზე საბჭოთა კავშირის მოქალაქეებმა სახელმწიფოს შენარჩუნებას დაუჭირეს მხარი, თუმცა მაშინდელი ხელისუფლება უკანონოდ მოიქცა, რასაც კავშირის დაშლა მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები






