ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ყირიმის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციით ევროსაბჭომ რუსეთის მხრიდან ყირიმის აგრესია დაგმო.
დოკუმენტს მხარი 154 დეპუტატმა დაუჭირა, 26 წინააღმდეგი იყო 14-მა კი თავი შეიკავა.
"საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას და ყირიმის ანექსიას, რაც წარმოადგენს საერთაშორისო ნორმების დარღვევას, მათ შორის გაეროს წესდების, ეუთოს ჰელსინსკის აქტის და ევროსაბჭოს ძირითად ნორმებს. არც ერთი არგუმენტი, რომელსაც იშველიებს რუსეთის ფედერაცია თავისი ქმედებების გასამართლებლად, სინამდვილეს არ შეესაბამება", - ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც ასამბლეამ მიიღო.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ უკრაინაში ულტრა-მემაჯრვენე ჯგუფების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდება არ მომხდარა. ასევე, ყირიმის შემთხვევაში ეთნიკურად რუსი უმცირესობისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობდა.
რეზოლუციის მიღებას, ევროსაბჭოში რუსეთის წარმომადგენელი ალექსეი პუშკოვი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეზოლუციის მიღება არ ნიშნავს რუსეთის საგარეო პოლიტიკის შეცვლად
მასალის გამოყენების პირობები






