"როიტერის" ინფორმაციით, რუსეთმა დღეს უკრაინისა და დასავლეთის "უსაფუძვლო" შეშფოთება უარყო თავისი ჯარების უკრაინის საზღვრის გასწვრივ განთავსებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ის საშიშროებას არ წარმოადგენს. ამერიკის შეერთებული შტატები კი რეგიონში დაძაბულობის შექმნაში დაადანაშაულა.
"აშშ-სა და უკრაინას შეშფოთების არავითარი საფუძველი არ გააჩნია. რუსეთს არაერთხელ განუცხადებია, რომ თავის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვრის რაიონში არ ატარებს არავითარ უჩვეულო ან დაუგეგმავ ღონისძიებებს, რაც სამხედრო საკითხთან არის დაკავშირებული", – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებაში.
მასში ნათქვამია, რომ რუსეთი უარს ამბობს ეუთოს წევრი ქვეყნების სხდომაში მონაწილებაზე, რომელიც მიმდინარე კვირაში ვენაში გაიმართება და წამების პრევენციის საკითხებს მიეძღვნება.
რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, აშშ-მ და უკრაინამ ეუთოში ანტირუსული კამპანია გამართეს და ხელს უწყობენ დაძაბულობის გაღვივებას.
"რუსეთის ჯარების ყოველდღიური საქმიანობა ეროვნულ ტერიტორიაზე ამერიკისა და ეუთოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას საშიშროებას არ უქმნის", – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






