ამერიკელი კოსმონავტების საიდუმლო დიეტა
ეს საინტერესოა - 18:43, 09 Apr, 2014     17968

ამ ცილოვანი დაბალი ნახშირწყლების შემცველობის დიეტის დაცვის შემთხვევაში თქვენ ზუსტად 7 დღეში 5 კგ-ს დაიკლებთ. გააგრძელებთ თუ არა წონაში კლებას, ეს უკვე მხოლოდ თქვენს ორგანიზმზეა დამოკიდებული. ნახშირწყლების მიღებაზე კონტროლის შემთხვევაში, 8-10 კვირის განმავლობაში შესაძლოა 15-20 კგ დაიკლოთ.

დიეტა მარტივია. თქვენ ქულების მიხედვით ადგენს დღის მენიუს და ცდილობთ დაშვებულ ნორმას არ გადააჭარბოთ. ქულების დათვლაში დაგეხმარებათ ინფორმაცია რომელიც პროდუქტებს აწერია. სხვადასხვა ბოსტნეულს ყოველ 100 გრამზე მინიჭებული აქვს 2-დან 16 ქულამდე, ხილს 3-დან 68 ქულამდე, რძის პროდუქტები 0,5 ქულა. ქულების მინიჭება დამოკიდებულია ცხიმიანობაზე და მომზადების წესზე.

ამერიკელი კოსმონავტების დიეტით გახდომა, რომ დავიწყოთ, საწყის ეტაპზე უნდა შეადგინოთ თქვენი ყოველდღიური მენიუ, გაანგარიშებით ნახშირწყლები - 20 ქულა ( დროის ხანგრძლივობა - 1-2 კვირა) , ქულა უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 40 ქულისა დღეში (6 კვირა) , ხოლო შემდეგ, როდესაც უკვე დავიკლებთ, „სასურველი“ წონის შენარჩუნებაში დაგვეხმარება ის საკვები პროდუქტები რომელიც შეადგენს 60 ქულას დღეში. (+ 1 კვირა). როდესაც მივალთ ფინალურ ეტაპამდე, შენარჩუნების პერიოდში შეიძლება ჩაითვალოს როგორც დაბრუნების პერიოდი ნორმალური კვებისკენ ქულების დათვლის გარეშე, ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს რამდენი ხანიც გვინდა იმ შემთხვევაში თუ არ უშლის ხელს ნორმალურ ცხოვრების რეჟიმს.









დიეტის განმავლობაში არ შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების მიღება:

- შაქარი და საკონდიტრო ნაწარმი

- პური

- უალკოჰოლო სასმელები

-ალკოჰოლური სასმელების და ლუდი

- მარცვლეული მაღალი ნახშირწყლების შემცველობით (ხორბალი, შვრია, სიმინდი)

-ლობიო და არაქისი

-ბოსტნეული (კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი)

-მაკარონი

-ტკბილი რძის პროდუქტები.

ძლიერი ალკოჰოლური სასმელების მიღება ამერიკელი კოსმონავტების დიეტის დაცვის დროს აკრძალული არ არის, მაგრამ ალკოჰოლური სასმელების ბოროტად გამოყენება დიეტის დროს არ ღირს. იგივე ეხება ნახევარფაბრიკატებს და ძეხვეულს.

კოსმონავტების სახელით ცნობილი დიეტა კარდიო-ქირურგს ლეო ბოკერიას ხელში ჯერ კიდევ გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში მოხვდა. კარდეოლოგის შეფასებით, ამერიკელი კოსმონავტების დიეტა მთლიანად მოიცავს ენერგიისათვის საჭირო ნივთერებებს.

ლეო ბოკერიას ყოველდღიური მენიუ ასე გამოიყურება:

-საუზმე ( 6:30 ) - ხაჭო, იოგურტი ( დანამატების და შაქრის გარეშე)

-მეორე საუზმე და სადილი (12:00 - 15:00 ) - მსუბუქი რძის პროდუქტებისგან შემდგარი კერძი, ზოგჯერ - ძეხვი „საექიმო“.

სადილი ( გვიან საღამოს ) - ძირითადი საკვები , მნიშვნელობა ენიჭება მოცულობას. მოხარშული ხორცი, თევზი, ქათამი, უმი ბოსტნეული ( აუცილებლად პომიდორი) , კარტოფილი (არა ყოველდღე).

ლეო ბოკერია პურს ნორმალური საკვების იაფფასიან სახეობას უწოდებს და გვირჩევს ის მხოლოდ კვირაში ერთხელ მივიღოთ. ლეო ბოკერია გვირჩევს, ცილოვანი საკვები, განსაკუთრებით, თევზი ხშირად მივიღოთ. კარდეოლოგი ასევე გვირჩევს ჯამრთელობის სასარგებლოდ უარი ვთქვათ სხვადასხვა საწებლებზე , სანელებლებზე და კეტჩუპზე. მისი აზრით, ჯანმრთელობისათვის ყველაზე სასარგებლო ხარისხიანი ზეითუნის ზეთი.

ლეო ბოკერია ასევე მიირთმევს შავ ჩაის უშაქროდ და ხარისხიან რძეს.

დიეტა, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავიკლოთ 3 კილო 2 დღეში. თუ ამ დიეტის დაცვას ვაპირებთ, აუცილებლად უნდა ვკითხოთ რჩევა მკურნალ ექიმს.

ამერიკელი ასტრონავტების სწრაფი დიეტა გათვლილია 2 დღეზე, სამჯერადი კვებით. დილა უნდა დავიწყოთ ნახევარი კოვზი მშრალი ცხიმგამოცლილი რძით, რომელიც უნდა გავურიოთ თბილ წყალში, ჩაით ან ყავით (შაქრის გარეშე). სადილზე უნდა მივიღოთ ერთი კვერცხი (მოხარშული ან გამომცხვარი, ცხიმის გარეშე), კომბოსტოს სალათი მწვანე ბულგარული წიწაკით, რომელიც იქნება შეკმაზული ზეითუნის ზეთით და ლიმონის წვენით (მარილის გარეშე). ვახშამი - გრილზე შემწვარი მჭლე ხორცი, მსუბუქ სალათთან ერთად.

ყოველ დღე აუცილებლად უნდა მივიღოთ სუფთა არაგაზირებული წყალი არანაკლებ 2 ლიტრისა. ამ დიეტის შეწყვეტა სწრაფად არ შეიძლება, ფრთხილად უნდა გადავიდეთ ნორმალური კვების რეჟიმზე, საკვების მოცულობის გაზრდა უნდა მოხდეს ნელ-ნელა. ყველა სწრაფ დიეტას აქვს თავისი მინუსი, რადგან საკვების დიდი დოზის მიღების შემთხვევაში დაკლებული წონა ძალიან სწრაფად გვიბრუნდება.

მოამზადა ელენე ბჟინავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42