კერი: უკრაინის აღმოსავლეთში რუსი პროვოკატორები მოქმედებენ
მსოფლიო - 12:45, 09 Apr, 2014     1991

კერის თქმით, კრემლი უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების შესაყვანად, სიტუაციით სარგებლობას აპირებს, ისე, როგორც ეს ყირიმის შემთხვევაში იყო.

„ნათელი უნდა იყოს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები უყოყმანოდ გამოიყენებენ ოცდამეერთე საუკუნის ინსტრუმენტებს იმისათვის, რომ რუსეთს პასუხი აგებინოს მეცხრამეტე საუკუნის დროინდელი მოქმედებებისთვის“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

როგორც კერიმ აღნიშნა, შესაძლო სამხედრო შეჭრა, რუსეთს დიდი ფასი დაუჯდება. ვაშინგტონის მხრიდან ახალი სანქციები რუსული ეკონომიკის ძირითად სფეროებს - საბანკოს, ენერგეტიკულს, სამთომომპოვებელსა და სხვებს შეეხება.

„ისინი ყველანი მაგიდაზე დევს, და პრეზიდენტმა ობამამ უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას ამ მოქმედებების რეალიზაციის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ შეწყვეტს უკრაინის ტერიტორიაზე ზეწოლასა და აგრესიას“, - ხაზი გაუსვა ამერიკელმა სახელმწიფო მდივანმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კერის გამოსვლაზე მალევე მოახდინა რეაგირება. „ჩვენი ამერიკელი პარტნიორები საკუთარი ჩვევების სხვებზე მორგებით ცდილობენ სიტუაციის ანალიზს“, - აღნიშნა ლავროვმა იმის მინიშნებით, რომ აშშ შესაძლოა ევრომაიდანს ფინანსურ დახმარებას უწევდა.

„ისე ჟღერდა, თითქოს ის ხუთი თვის წინ დაბრუნდა და კიევის ცენტრში მაიდანზე მომხდარს აღწერდა“, - თქვა საგარეო უწყების მეთაურმა.



მოამზადა ლევან ებრალიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42