„დონალდ კუკი“ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა „იჯისი“-თაა (Aegis) აღჭურვილი. ხომალდი მოემართება უკრაინისა და ნატოს მოკავშირეთა მხარდასაჭერად.
მოსალოდნელია, რომ საესკადრო ნაღმოსანი შავ ზღვაში რამდენიმე პორტს მოინახულებს და ნატოს წევრ-სახელმწიფოთა სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდებთან ერთად ერთობლივ სწავლებაში მიიღებს მონაწილეობას.
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სამსახურის ინფორმაციით 2014-2015 წლებში, შავ ზღვაში კიდევ სამი საესკადრო ნაღმოსანი: „როსი“, „ქარნი“ და „პორტერი“ შემოვლენ. ამ ხომალდებს შეუძლიათ ბალისტიკური რაკეტების აღმოჩენა და დიდი ალბათობით, მათი ჩამოგდება. როგორც სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, ხომალდების განთავსების მიზანი ევროპელი მოკავშირეების, პარტნიორი-სახელმწიფოების, რეგიონში მყოფი ამერიკელი სამხედროების და ასევე აშშ-ის ამჟამინდელი და პერსპექტივაში სარაკეტო საფრთხეებისაგან დაცვაა.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






