უკრაინასა და რუსეთს შორის გაგრძელებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტიგენტის რაოდენობის გადახედვას აპირებს. ამის შესახებ სამშაბათს, 8 აპრილს, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ დერეკ ჩოლეტმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა.
„უკრაინაში რუსეთის უკანონო ინტერვენცია ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ჩვენეული წარმოდგენის მიმართ გამოწვევაა, - განაცხადა ჩოლეტმა, პენტაგონში საერთაშორისო უსაფრთხოების შესახებ კითხვაზე პასუხისას. - ის ნატოს საზღვრებთან არასტაბილურობას ქმნის“. იმის აღნიშვნით, რომ ვაშინგტონს არ სურს რუსეთთან კონფრონტაცია, მაღალი პოსტის ჩინოსანი არ ჩაუღრმავდა ამერიკული კონტიგენტის რაოდენობის გადახედვის გეგმის დეტალებს.
დღეს ევროპაში დისლოცირებულია დაახლოებით 67 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. მათი უმრავლესობა გერმანიაში (40 ათასი კაცი), იტალიასა (11 ათასი) და დიდ ბრიტანეთშია (9,5 ათასი). ეს, ფაქტობრივად, ოთხჯერ ნაკლებია ვიდრე ამერიკული კონტიგენტის რაოდენობა 1991 წელს (285 ათასი), სსრკ-ს დაშლის პირას. ბოლო წლებში, პენტაგონმა ზოგიერთი ევროპული ბაზა დახურა.
"დოიჩე ველეს" მასალებზე, მომაზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






