რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თვლის, რომ უკრაინის ხელისუფლებამ კონსტიტუციის ახალ პროექტში ჯერ უნდა გაითვალისწინოს რეგიონების აზრი (განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთის ფედერალიზაციის შესახებ), და შემდეგ კი წარმოუდგინოს ძირითადი კანონი „განსახილველად“ რუსეთს, აშშ-სა და ევროკავშირს, და მხოლოდ ამის შემდეგ შეიტანონ უმაღლეს რადაში.
რუსეთმა უკრაინასთან, ევროკავშირისა და აშშ-ის მონაწილეობით, მრავალმხრივი მოლაპარაკებების ჩასატარებისათვის, ახალი პირობები წამოაყენა. მოსკოვში მოითხოვენ, რომ უკრაინის კონსტიტუცია წარმოუდგინონ მოლაპარაკებების დაწყებამდე, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.
„თუ ეს ათდღიანი ვადა საჭიროა, როგორც ამერიკელი წარმომადგენლები ამბობენ, იმისათვის, რომ მოიწვიონ ეს მრავალმხრივი შეხვედრა, გამომდინარეობს იქიდან, რომ ბატონმა იაცენიუკმა სახალხოდ დადო პირობა კონსტიტუციის პროექტის 15 აპრილამდე დასრულებისა, მაშინ მე ერთი კითხვა მებადება: ხომ არ იგეგმება მრავალმხრივი შეხვედრის გამართვა, როდესაც კონსტიტუციის პროექტი უმაღლეს რადას უკვე წარდგენილი ექნება, და ყველა რეგიონი, რომელიც ახლანდელ ხელისუფლებას არ ენდობა, უბრალოდ ფაქტის წინაშე დადგება?“, - განაცხადა ლავროვმა პრეს-კონფერენციაზე სამშაბათს.
„ხოლო ჩვენ მიგვიწვევენ ამ შეხვედრაზე იმისათვის, რომ ჩვენ, სინამდვილეში, ჩვენი იქ ყოფნით დავამტკიცოთ კონსტიტუციის პროექტის ლეგიტიმაცია, რომელიც ჯერჯერობით არავის უნახავს“, - აღნიშნა რუსმა მინისტრმა და დასძინა, რომ „იძულებულია ამის შესახებ საჯაროდ თქვას“, რადგან „ძალიან ხშირად ჩვენი (აშშ-რუსეთის) მოლაპარაკებები ამერიკელი წარმომადგენლების მიერ საჯაროდ მახინჯდება“.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






