"შალვა თათუხაშვილის ექსპერტიზის დასკვნის შედეგები გაყალბებულია"
სამართალი - 14:45, 08 Apr, 2014     2818
თათუხაშვილის ოჯახის ადვოკატის ირაკლი ზაქარეიშვილის ინფორმაციით, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული შალვა თათუხაშვილის ექსპერტიზის დასკვნის შედეგები გაყალბებულია. ზაქარეიშვილი „ფეისბუქზე“ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ავრცელებს. ადვოკატი განმარტავს თუ რის საფუძველზე თვლის, რომ ექსპერტიზის პასუხები გაყალბებულია.

"გავეცანი რა აღნიშნულ დასკვნას, მაქვს სრული საფუძველი განვაცხადო, რომ ექსპერტიზის შედეგები გაყალბებულია.

მიუხედავად ჩემი დაჟინებული მოთხოვნისა, პროკურატურას გამოექვეყნებინა ექსპერტი გიორგი ოქრუაშვილის მიერ შემდგომში შესაფასებლად და დასკვნაზე დასართავად გადაღებული შ. თათუხაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების ამსახველი, ახლო მანძილიდან დაფიქსირებული ფოტომასალა, პროკურატურამ შემოგვთავაზა ვიდეოკამერით გადაღებული გვამის საერთო ხედის წყვეტილი მასალა, რომელზეც არ ჩანს დაზიანებული უბნების მორფოლოგიური ნიშან–თვისებები.

სასამართლო მედიცინაში მოცემულია სხეულის დაზიანებული უბნის – ნაჭდევის ალაგების შემდეგი სტადიები: დაზიანების მიღებიდან პირველ საათებში, ნაჭდევს აქვს მოვარდისფრო–წითელი შეფერილობა, სველია (ნამიანია) და მდებარეობს მიმდებარე კანის ქსოვილების დაბლა. 12 – 16 საათის შემდეგ, ნაჭდევის ზედაპირი შრება და წინა პლანზე გამოდის შესიება. 24 – 48 საათში ნაჭდევის ზედაპირი მაგრდება და შესიება ქრება. მომდევნო 2 დღის განმავლობაში ნაჭდევი მოშინდისფრო ფერისაა და ფუფხი გამკვრივებულია. მე–5 მე–7 დღეს ნაჭდევი და სქელი ფუფხი მიმდებარე კანის ზედაპირზე მდებარეობს და სურათი არ იცვლება მომდევნო 2 – 3 დღის განმავლობაში. ზოგიერთ შემთხვევაში, ნაჭდევის მიმდებარედ, შესაძლოა იყოს გემატომა (სისხლჩაქცევა)" , - აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, შალვა თათუხაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების ვიზუალური მოცემულობა, ზუსტად ემთხვევა დამოუკიდებელი სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის დირექტორის, ალექსანდრე გეჯაძის მიერ დაზიანებების დროში განსაზღვრულ მოცემულობას.

"აღნიშნულით უტყუარად ირკვევა, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შედეგები გაყალბებულია დაზიანებების ხანდაზმულობასთან მიმართებაშიც. (1 – 2 – 3 დღე).

პროპკურატურის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში, შალვა თათუხაშვილის სიკვდილის მიზეზად დასახელებულია სუნთქვის მწვავე უკმარისობა, განვითარებული ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად – ბენზოდიაზეპინის ჯგუფის ფსიქოტროპული ნივთიერებების მოქმედების ფონზე. ცნობილია, რომ სუნთქვის მწვავე უკმარისობის დროს ადგილი აქვს თავის ტვინის ჰიპოქსიას და იშემიის მკვეთრად გამოხატული ნიშნებს: ტვინი მკვეთრად შეშუპებულია, ზომებში მკვეთრად მომატებულია, აწვება თავის ქალის შიდა გარსებს (მწვავე ციტოტოქსიკური შეშუპება), აღინიშნება მრავლობითი ინსულტები და ა.შ. ყოველივე თვალით ხილულია და ექსპერტის მიერ ამ პათოლოგიური ცვლილებების ფიქსაცია სავალდებულო ხასიათს ატარებს.

ზემოაღნიშნულისგან განსხვავებით, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს დასკვნაში აღწერილი აქვს "ნორმალური ტვინის" მოცემულობა. კერძოდ:

"თავის ქალის რბილი საფარი მთელია, მისი შიგნითა ზედაპირი ერთგვაროვანი, მოთეთრო–მორუხო ფერის ერთგვაროვანი. თავის ტვინის მაგარი გარსი დაჭიმულია (ასეც უნდა იყოს ი.ზ.) თავის ტვინის ზომებია: 16.5ხ13.5ხ11სმ. თავის ტვინის რბილი გარსები ნამიანი, გამჭვირვალე, სისხლსავსე (სისხლსავვსეობა ვითარდება გარდაცვალების შედეგად ი.ზ.), ხვეულები და ღარები კარგად გამოხატული, ჰემისფეროები სიმეტრიული, ტვინის ნივთიერება ჩვეულებრივი კონსისტენციის ნამიანი, განაკვეთზე მოთეთრო–მორუხო, საზღვარი შრეებს შორის გამოხატულია. პარკუჭებში ქარვისებრი სითხე ზომიერი ოდენობით, (!) ტვინის მკვებავი სისხლძარღვები ელასტიურია. ნათხემი და მოგრძო ტვინი მოთეთრო–მორუხო, ქალასარქველში და ფუზეში შემავალი ძვლები მთელია",- ნათქვამია ადვოკატის განცხადებაში.

როგორც ირაკლი ზაქარეიშვილი აცხადებს, ექსპერტის მიერ მოცემული თავის ტვინის გამოკვლევის აღწერილობა, სრულად გამორიცხავს სუნთქვის მწვავე უკმარისობის შედეგად გამოწვეულ თავის ტვინის პათოლოგიურ ცვლილებებს.

"განვმეორდები და ვიტყვი, რომ ეს ცვლილებები იმდენად ხილულია, რომ შეუძლებელია გამოკვლევისას ვერ იქნეს დაფიქსირებული. თავის ტვინის შეშუპების პათოფიზიოლოგიური მექანიზმი ანალოგიურია სხვა ორგანოების შეშუპების კლინიკისა იმ განსხვავებით, რომ თავის ტვინის შეშუპება ხდება უფრო სწრაფად – უჯრედული ელემენტების ავსების (დაბერვის) გამო. (მიაქციეთ ყურადღება, რომ ექსპერტმა გამოკვლევის შედეგებში დააფიქსირა ფილტვის მკვეთრი შეშუპება, ხოლო ტვინთან მიმართებაში შეშუპებას არ აფიქსირებს).

თავის ტვინის ზემოთმოყვანილი მოცემულობისაგან განსხვავებით, ექსპერტიზის დასკვნის თავის ტვინის ჰისტოლოგიური გამოკვლევის ნაწილში (ჰისტოლოგია – მედიცინის დარგის ერთ-ერთი განხრა, რომელიც შეისწავლის ადამიანის ორგანიზმის ქსოვილების აგებულებას. მოცემულ შემთხვევაში, ჰისტოლოგმა ლაბორატორიულად გამოიკვლია ის რაც მიუტანეს, კერძოდ, ბიოლოგიური მასალა, რომლის კონტეინერზეც ეწერა შალვა თათუხაშვილის თავის ტვინის ფრაგმენტი ი.ზ.) აღწერილია სუნთქვის მწვავე უკმარისობისათვის დამახასიათებელი თავის ტვინის პათოლოგიური ცვლილებების შემდეგი სურათი: ".თავის ტვინის სუბსტანციისა და რბილი გარსების სისხლძარღვები ჰიპერემიულია, ეროთროდიაპედეზის მოვლენებით. თავის ტვინის გარსების შემაერთქსოვილოვანი სტრუქტურები შეშუპებული და გაფაშრებულია. პერივასკულური და პერიცელულური სივრცეები რამდენადმე გაფართოებულია."

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შინაგანი ორგანოების "ჰისტომორფოლოგია" მწვავე ალკოჰოლური (ეთანოლით) ინტოქსიკაციით მოწამვლის დროს, სასამართლო მედიცინაში კარგად არ არის შესწავლილი. ამდენად, სასამართლო–მედიკოსებში მუსირებს აზრი, რომ ალკოჰოლური ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილის დიოაგნოსტიკა ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევით შეუძლებელია.

თუნდაც ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელობას კარგავს შ. თათუხაშვილის გვამის შინაგანი ორგანოების პრეპარატების ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის შედეგები.

ალკოჰოლით ინტოქსიკაციის დროს ყველა ორგანოში და ქსოვილში აღინიშნება სისხლსავსეობა. ღვიძლში არის იმ დონის სისხლსავსეობა, რომ ეს ორგანო იღებს მუსკატის ფორმას, (დაახლოებით რაგბის ბურთის ფორმას). სისხლჩაქცევებია ფილტვებში, კუჭში და კუჭქვეშა ჯირკვალში.

ხსენებულის საწინააღმდეგოდ, პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში, გარდა ფილტვის მწვავე შეშუპებისა, არაფერია ნახსენები ზემოთმოყვანილი შინაგანი ორგანოების მორფოლოგიური ცვლილებების შესახებ.

ამდენად უტყუარია, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის შედეგები გაყალბებულია. პირადად ვესწრებოდი რა გვამის გაკვეთას, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც თავის ტვინის, არც ფილტვის და არც სხვა ორგანოთა შეშუპება თუ სხვა პათოლოგიური ცვლილება (გარდა ოპერაციისშმდგომი ძველი შეხორცებებისა) ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტ გ. ოქრუაშვილსა და ჩემს მიერ დაფიქსირებული არ ყოფილა.

გარდა აღნიშნულისა განვმარტავ, რომ შალვა თათუხაშვილი გარდაიცვალა საკუთარ სახლში, დაძინებიდან მალევე. თათუხაშვილის გარდაცვალება დაფიქსირდა 23 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე. ოჯახის წევრთა განმარტებით, აგრეთვე მოწმე გიორგი ასლამაზიშვილის ჩვენებით დადგენილია, რომ შალვა თათუხაშვილი გარდაიცვალა მძინარე მდგომარეობაში მარცხენა მკლავის მხარეს გვერდულად მწოლიარე მდგომარეიობაში. საწოლი, რომელზეც თათუხაშვილს ეძენა, იდგა საცხოცვრებელი სახლის მცირე სამზარეულოში, სადაც ღუმელთან საუბრობდნენ ოჯახის წევრები და სტუმრად მოსული ახლობლები. გარკვეული პერიოდის შემდეგ გიორგი ასლამაზაშვილი მიუახლოვდა თათუხაშვილის საწოლს და შეეცადა მის შეღვიძებას, რა დროსაც გადმოაბრუნა იგი და ნახა, რომ თათუხაშვილს გალურჯებული ჰქონდა ზედა ტუჩი. მას მძინარე ადამიანის მდგომარეობა ბუნებრივად არ მოეჩვენა, მიხვდა, რომ შალვა ცუდად იყო და ატეხა ყვირილი დასახმარებლად. თათუხაშვილს ოფლიანი ჰქონდა კისერი და გულ–მკერდი, სიცოცხლის ნიშან–წყალი კი არ ეტყობოდა. მოწმე ასლამაზაშვილის განმარტებით, მას არ შეუმჩნევია მძინარე შალვა თათუხაშვილის შფოთვა, გახშირებული სუნთქვა ან გაძნელებული სუნთქვის რაიმე სპეციფიკური ნიშანი. თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ შალვა თათუხაშვილს ასეთი სიმპტომები რომ ჰქონოდა, ისინი უსათუოდ შეამჩნევდნენ. ოჯახის წევრთა განმარტებით, შალვა თათუხაშვილმა დაძინებამდე, სწრაფი ძილის მოგვრის მიზნით, მიიღო მხოლოდ 2 ჭიქა ალკოჰლური სასმელი, მანამდე კი მას ალკოჰოლი მიღებული არ ჰქონდა და მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა სახლში.

დასკვნაში დაფიქსირებული "ალკოჰოლის დოზა" 5 პრომილე, ("სასიკვდილო დოზა" 4 – 5 პრომილე) აშკარად მომატებული და შეცვლილია. აღნიშნული უკავშირდება განზრახვას, შალვა თათუხაშვილის თრობის ხარისხი დაკავშირებული იყოს სიკვდილის მიზეზთან. თუნდაც 4 პრომილეს დროს, ადამიანი იმდენად მთვრალია, რომ სრულად აქვს დარღვეული კოორდინაცია და სხვის დახმარებას საჭიროებს. შალვა თათუხაშვილი კი მთვრალი არ ყოფილა, მიღებული ჰქონდა მხოლოდ 2 ჭიქა ალკოჰოლური სასმელი – ისიც, სწერაფი ძლილის მოგვრის მიზნით.

ზემოაღნიშნული გარემოების ხაზგასმას იმიტომ ვახდენ, რომ ალკოჰოლური ინტოქსიკაციით გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა ეტაპობრივი პროცესია და ერთბაშად არ ვითარდება.

ალკოჰოლური ინტოქსიკაციისას, სუნთქვის მწვავე უკმარისობა ვითარდება არა მყისიერად, არამედ თანდათანობით, საშუალოდ 1 – 2 საათის განმავლობაში. სუნთქვით უკმარისობას აქვს 4 სტადია: მსუბუქი, საშუალო, მძიმე და ჰიპოქსემიური–ჰიპერკაპნიური სტადიები. ბოლოსწინა მე–2, მე–3 სტადიებზე, ადამიანს აღენიშნება აშკარად გამოხატული ქოშინი, პათოლოგიური სუნთქვა, ტახიპნიე (ზედაპირული სუნთქვის გახშირება) – რაც შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს გარშემომყოფთათვის. მე–4 სტადიაზე კი ვითარდება კომა და დგება სიკვდილი.

რაც შეეხება პროკურატურის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში აღნიშნულ შალვა თათუხაშვილის სისხლში აღმოჩენილ ბენზოდიაზეპინის ჯგუფის ფსიქოტროპულ ნივთიერებებს (ნორდაზეპამი, დიაზეპამი, ტაზეპამი) – აღნიშნული პრეპარატების კომბინაცია არის იმ ფსიქოტროპული სუბსტანციის კომპონენტი, რომლითა გამოყენებაც ხორციელდება პიროვნების ნებელობაზე კონტროლის მოსაპოვებლად და რაზეც ჩვენ არაერთხელ მივუთითებდით. ასკარაა, რომ შალვა თათუხაშვილზე განხორციელდა ფსიქოტროპული მედიკამენტოზური ზემოქმედება.

და ბოლოს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 146–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, ექსპერტი ვალდებული იყო დასკვნაში მიეთითებინა, თუ ვინ ექსწრებოდა ექსპერტიზას. შალვა თათუხაშვილის ექსპერტიზას ვესწრებოდი მე, ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი, რის შესახებაც დასკვნაში მითითებული არ არის. გვამის გაკვეთისას, ექსპერტისა და ჩემს მიერ თავის ტვინისა და შინაგანი ორგანოების გამოკვლევისას, არავითარი პათო–მორფოლოგიური ცვლილება დაფიქსირებული არ ყოფილა. (გარდა ოპერაციისშემდგომი შეხორცებებისა და გულის კორონარულ არტერიაზე განვითარებული მცირე სისხლჩაქცევისა)", -აცხადებს ირაკლი ზაქარეიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42