ევროკავშირი ახლოსაა გადაწყვიტოს გაყინოს 50 მილიარდი დოლარის ღირებულების გაზსადენ სამხრეთ ნაკადის მშენებლობის დასრულების გეგმა.
ასეთი ცნობები ევროკომისიის თავმჯდომარის ჟოზე მანუელ ბაროზუს ბულგარელ პოლიტიკოსებთან შეხვედრის შემდეგ, ინფორმაციის გაჟონვის შედეგად გაჩნდა.
ამის შესახებ The Daily Telegraph წერს.
ბაროზუმ ბულგარელ პოლიტიკოსებს მოსთხოვა არ აღუდგნენ ევროკავშირის ახალ პოლიტიკას პროექტთან მიმართებაში. „ჩვენ ბულგარეთს ვთხოვთ ძალიან ფრთხილად იყოს“, - თქვა ევროკომისიის მეთაურმა. მან აღნიშნა, რომ „ბულგარეთში არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის აგენტებს წარმოადგენენ“, ის გულისხმობდა ფიგურებს ნნართველ სოციალისტურ პარტიაში, რომლებიც კრემლტან ორმხრივი შეთანხმების ლობირებას ცდილობდნენ.
ბრიუსელი საუბრობს სამხრეთ ნაკადზე, როგორც მკვდარ პროექტზე, რომელიც პუტინთან დაახლოვებულ ოლიგარქებთან უზარმაზარ კონტრაქტებზეა აგებული, თუმცა, მისი მშენებლობის გეგმები ისევ ცოცხალია.
სამხრეთ ნაკადი არის, უკრაინის გვერდის ავლით, შავი ზღვის გავლით ევროპის სამხრეთ და ცენტრალურ ქვეყნებში, 63 მილიარდი კუბური მეტრი სიმძლავრის გაზსადენის მშენებლობის, გაზპრომის ინფრასტრუქტურული პროექტი.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






