ბაჩო ახალაია: მე ზუსტად ვიცი, რომ ციხიდან არავინ გამიშვებს
სამართალი - 18:10, 07 Apr, 2014     2505
საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ სააპელაციო სასამართლოში, საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეა, ისარგებლა იმ მომენტით, როდესაც ყოფილი ხელისუფლება, რუსეთის მიმართ უპრეცენდენტო წინააღმდეგობის გაწევით იყო დაკავებული,

ახალაია მის დაკავებას და მის წინააღმდეგ ბრალდებებს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.

"ახალი ხელისუფლება კვლავ აგრძელებს საზოგადოების შოკირებას, რაც გამიზნულია იმისთვის, რომ სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს. სწორედ სამოქალაქო დაპირისპირება არის გზა, რომელსაც საქართველოს ხელში ჩააგდებინებს რუსეთს. ბიძინა ივანიშვილი 100 წლის შემდეგ მოიქცა ზუსტად ისე, როგორც სერგო ორჯონიკიძე", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

მისივე თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ ხელისუფლების მთავარი ამოცანა იყო, ერთი მხრივ, რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობა გაეწია, მეორე მხრივ კი, არ მოედუნებინა საერთაშორისო საზოგადოების ყურადრება რუსეთის ქმედებების მიმართ. როგორც ახალაიამ აღნიშნა ამაზე გარკვეული ჯგუფები მუშაობდნენ.

"მთავარი ამოცანა 2008 წლის შემდეგ იყო ქვეყნის შიგნით არეულობის მოწყობა, რაც ჩაშალა არჩევნებმა და "ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში დამარცხებამ. ოპოზიციური პოლიტიკური პირები გამოდიოდნენ და საუბრობდნენ სამხედრო ფორმირებებზე, სწორედ აქედან გამომდინარე დავტოვე ქვეყანა, რათა დამატებითი ბიძგი არ მიმეცა და როდესაც ვითარება განიმუხტა, შემდეგ დავბრუნდი ქვეყანაში. ამ ყველაფრის მიზანი იყო შიდა სამოქალაქო დაპირისპირება, თუმცა ეს მაშინ არ მოხერხდა. ახლა კი ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების შოკირებას; ერთია, რას ლაპარაკობენ და მეორე, რა მოხდა სინამდვილეში. ეს ყველაფერი კი აღმოჩნდა, იმის მიზეზი, რომ საზოგადოება შეცდომაში შევიდა. პროკურატურა აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ მოსამართლისადმი მიმართვაში და მას სთხოვა, რომ განვითარებულ მოვლენებს დაკვირვებით ადევნოს თვალი და გადაწყვეტილება შესაბამისად მიიღოს.

ამასთან, ახალაიამ გაიხსენა თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადება სამეგრელოში ბანდფორმირებების არსებობაზე.

"მოქმედი თავდაცვის მინისტრი ბევრს საუბრობდა და კარგად მახსოვს პრესკონფერენცია, რომელიც მან ჩაატარა უკანონო ბანდფორმირებებზე. სად არის ეს ბანდფორმირებები არავინ იცის, ანუ აღმოჩნდა, რომ ტყუილია. ხელისუფლება ცდილობს, სამოქალაქო დაპირისპირება შექმნა. ამას ემსახურებოდა მიხეილ სააკაშვილის დაბარება პროკურატურაში. ნატო-ს სამიტზე შეიძლება პროგრესი იყოს, მაგრამ ეს ვერაფერს შეცვლის თუკი ძლიერი სახელმწიფო არ ვიქნებით. თუმცა, თუკი ამ სახელმწიფოს უკან დგას სერგო ორჯონიკიძე, ნათელია, როგორც განვითარდება მოვლენები", - გაღნიშნა ბაჩო ახალაიამ.

მისი თქმით, გარკვეული ადამიანები სწორედ მასთან ასოცირების გამო არიან ბრალდებულები. ახალაია ხელისუფლებას მიმართავს, რომ თუკი დამნაშავეა, მხოლოდ მას აგებინოს პასუხი.

"ჩემთვის მთავარია, ეს ადამიანები არ ჩასვან ციხეში. მე ზუსტად ვიცი, რომ ციხიდან არავინ გამიშვებს. თუკი რამეში დამნაშავე ვარ, პასუხი მაგებინონ მხოლოდ მე", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას ე.წ. შვიდი სპეცრაზმელის საქმეზე.



ნინა შადური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42